მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოწყობილობის ისტორია ათი წლის წინ დაიწყო. იხილეთ ფოტოლენტა, თუ როგორ ჩაეშვა გაყიდვაში პირველი iPhone — რევოლუციური მოწყობილობა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სენსორულ ეკრანიანი თანამედროვე სმარტფონების მუშაობის მთავარ პრინციპს.
ათი წლის წინ, 2007 წლის 29 ივნისს, კომპანიამ Apple დაიწყო iPhone-ის გაყიდვა. მოწყობილობის მაშინდელმა პრეზენტატორმა სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ ახალი ტელეფონი სამ გაჯეტს აერთიანებს. "ეს არის iPod დიდი ეკრანით, რომელიც მარტივი შეხებით იმართება, რევოლუციური მობილური ტელეფონი და ინტერნეტ-კომუნიკატორი, რომელმაც გარღვევა მოახდინა. ჩვენ თავიდან გამოვიგონეთ ტელეფონი", — განაცხადა კომპანიის Apple დამფუძნებელმა.
© AFP 2024 / JOHN MACDOUGALLროდესაც 2007 წელს ჯობსი სცენაზე პირველი iPhone-ით წარსდგა, სკეპტიკოსებს ჩაეცინათ. იმ წლებში ტელეფონების სენსორულ ეკრანებზე მუშაობა სიახლე არ იყო. ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ სენსორულ ეკრანს აღარ დაჭირდებოდა ელექტრო კალამი. ფოტოზე: კომპანიის T-Mobile დირექტორი რენე ობერმანი და კომპანიის Apple დირექტორი სტივ ჯობსი პოზირებენ iPhone-ბით 2007 წლის 19 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბერლინში
1/10
© AFP 2024 / JOHN MACDOUGALL
როდესაც 2007 წელს ჯობსი სცენაზე პირველი iPhone-ით წარსდგა, სკეპტიკოსებს ჩაეცინათ. იმ წლებში ტელეფონების სენსორულ ეკრანებზე მუშაობა სიახლე არ იყო. ვერავინ წარმოიდგენდა მაშინ, რომ სენსორულ ეკრანს აღარ დაჭირდებოდა ელექტრო კალამი. ფოტოზე: კომპანიის T-Mobile დირექტორი რენე ობერმანი და კომპანიის Apple დირექტორი სტივ ჯობსი პოზირებენ iPhone-ბით 2007 წლის 19 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ბერლინში
© AFP 2024 / Tony AVELARiPhone-მა ათი წლის წინ რევოლუცია მოახდინა: აღარ იყო საჭირო არც QWERTY კლავიატურები, არც ტრეკბოლები - მხოლოდ თითები. ფოტოზე: კომპანიის Apple აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი წარმოადგენს ახალ მობილურ ტელედონს სახელწოდებით iPhone. როგორც მაშინ მან განაცხადა, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელი იყო, როგორც ციფრული მუსიკალური მოწყობილობა და კამერა. კონფერენცია Macworld 2007 წლის 9 იანვარს გაიმართა სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში
2/10
© AFP 2024 / Tony AVELAR
iPhone-მა ათი წლის წინ რევოლუცია მოახდინა: აღარ იყო საჭირო არც QWERTY კლავიატურები, არც ტრეკბოლები - მხოლოდ თითები. ფოტოზე: კომპანიის Apple აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჯობსი წარმოადგენს ახალ მობილურ ტელედონს სახელწოდებით iPhone. როგორც მაშინ მან განაცხადა, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელი იყო, როგორც ციფრული მუსიკალური მოწყობილობა და კამერა. კონფერენცია Macworld 2007 წლის 9 იანვარს გაიმართა სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში
© AFP 2024 / ROBYN BECKპირველი IPhone გასაკვირი იყო არამხოლოდ ამით. იმ დროისათვის ის იყო ულტრათხელი - 1,3 სმ-ზე ნაკლები სისქის, ინტერნეტ-შესაძლებლობებით და MP3-ფლეიერით, ასევე ორ მეგაპიქსელიანი ციფრული კამერით
3/10
© AFP 2024 / ROBYN BECK
პირველი IPhone გასაკვირი იყო არამხოლოდ ამით. იმ დროისათვის ის იყო ულტრათხელი - 1,3 სმ-ზე ნაკლები სისქის, ინტერნეტ-შესაძლებლობებით და MP3-ფლეიერით, ასევე ორ მეგაპიქსელიანი ციფრული კამერით
© AFP 2024 / TONY AVELARწლების განმავლობაში მობილური მოწყობილობებისა და ჯიბის კომპიუტერების ბაზარზე ბატონობდა კომპიუტერის ოპერაციული სისტემისა, მათი მენიუს და შესაძლებლობების კონცეფცია. იმ დროისათვის iPhone მომხმარებელს სთავაზობდა ჯერ არნახულს - მარტივ ინტერფეისს და უბრალოდ სისტემურ მართვას. თუ ახლა მოხერხებული სენსორული ეკრანი სტანდარტად მიიჩნევა, ათი წლის წინ ეს რევოლუციური გარღვევა იყო. ფოტოზე: მარკ ჰიგბი სან-ფრანცისკოდან უყურებს ახალ iPhone-ს, რომელიც Macworld კონფერენციაზე წარმოადგინეს
4/10
© AFP 2024 / TONY AVELAR
წლების განმავლობაში მობილური მოწყობილობებისა და ჯიბის კომპიუტერების ბაზარზე ბატონობდა კომპიუტერის ოპერაციული სისტემისა, მათი მენიუს და შესაძლებლობების კონცეფცია. იმ დროისათვის iPhone მომხმარებელს სთავაზობდა ჯერ არნახულს - მარტივ ინტერფეისს და უბრალოდ სისტემურ მართვას. თუ ახლა მოხერხებული სენსორული ეკრანი სტანდარტად მიიჩნევა, ათი წლის წინ ეს რევოლუციური გარღვევა იყო. ფოტოზე: მარკ ჰიგბი სან-ფრანცისკოდან უყურებს ახალ iPhone-ს, რომელიც Macworld კონფერენციაზე წარმოადგინეს
© AFP 2024 / GABRIEL BOUYS ათი წლის წინ კომპანიის Apple დამფუძნებელმა მობილური მოწყობილობების გლობალური ბაზრის 1%-ის ათვისების პირობა დადო. გასული წლების განმავლობაში კომპანიამ ბაზარზე 13% დაიკავა. iPhone გაჯეტების სამყაროში რევოლუციის მიზეზი გახდა და გლობალიზაციის პროცესზე იქონია ზეგავლენა. ფოტოზე - ხალხი Apple მაღაზიასთან iPhone-ის გაყიდვის დაწყების მოლოდინში 2007 წლის 28 ივნისს სანტა-მონიკაში, კალიფორნია
5/10
© AFP 2024 / GABRIEL BOUYS
ათი წლის წინ კომპანიის Apple დამფუძნებელმა მობილური მოწყობილობების გლობალური ბაზრის 1%-ის ათვისების პირობა დადო. გასული წლების განმავლობაში კომპანიამ ბაზარზე 13% დაიკავა. iPhone გაჯეტების სამყაროში რევოლუციის მიზეზი გახდა და გლობალიზაციის პროცესზე იქონია ზეგავლენა. ფოტოზე - ხალხი Apple მაღაზიასთან iPhone-ის გაყიდვის დაწყების მოლოდინში 2007 წლის 28 ივნისს სანტა-მონიკაში, კალიფორნია
© AFP 2024 / ROBYN BECKiPhone-მა მობილური ინდუსტრიის შეცვლა შეძლო მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არ ჰქონდა 3G, GPS, MMS და ბევრი სხვა ფუნქცია. მოწყობილობა მოკლე დროში გახდა პოპულარული. ფოტოზე - iPhone-ის პირველი მყიდველი კალიფორნიაში 27 წლის ჯონ მარიანო, რომელის გარშემოც ჟურნალისტებმა და მაყურებლებმა მოიყარეს თავი, ტოვებს მაღაზიას Apple Store შენაძენით, 2007 წლის 29 ივნისი
6/10
© AFP 2024 / ROBYN BECK
iPhone-მა მობილური ინდუსტრიის შეცვლა შეძლო მიუხედავად იმისა, რომ თავიდან არ ჰქონდა 3G, GPS, MMS და ბევრი სხვა ფუნქცია. მოწყობილობა მოკლე დროში გახდა პოპულარული. ფოტოზე - iPhone-ის პირველი მყიდველი კალიფორნიაში 27 წლის ჯონ მარიანო, რომელის გარშემოც ჟურნალისტებმა და მაყურებლებმა მოიყარეს თავი, ტოვებს მაღაზიას Apple Store შენაძენით, 2007 წლის 29 ივნისი
© AFP 2024 / ROBYN BECKპირველ iPhone-ში გაერთიანდა მედიაფლეიერი iPod, ვებ-ბრაუზერი Safari, კონტაქტები და კალენდარი, საქმიან სფეროში საჭირო ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონის ფუნქციები. ფაქტიურად, iPhone იქცა სხვა დანარჩენი სმარტფონების განვითარების საფუძვლად. ფოტოზე: რიგირ მაღაზიის Apple Store წინ ლოს-ანჟელესში, კალიფორნია, 2007 წლის 29 ივნისი
7/10
© AFP 2024 / ROBYN BECK
პირველ iPhone-ში გაერთიანდა მედიაფლეიერი iPod, ვებ-ბრაუზერი Safari, კონტაქტები და კალენდარი, საქმიან სფეროში საჭირო ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონის ფუნქციები. ფაქტიურად, iPhone იქცა სხვა დანარჩენი სმარტფონების განვითარების საფუძვლად. ფოტოზე: რიგირ მაღაზიის Apple Store წინ ლოს-ანჟელესში, კალიფორნია, 2007 წლის 29 ივნისი
© AFP 2024 / DON EMMERTმიუხედავად ანალიტიკოსთა სკეპტიკური დამოკიდებულებისა, ბაზარმა მომენტალური რეაგირება მოახდინა iPhone-ზე 2007 წელს. Apple აქციები 8%-ით გაიზარდა, ხოლო ტრადიციული ტელეფონების მწარმოებელთა აქციები დაეცა. ფოტოზე - მყიდველი განცხადებასთან ახლოს, რომელიც iPhone-ს გამოჩენის შესახებ იუწყება, 2007 წლის 26 ივნისი
8/10
© AFP 2024 / DON EMMERT
მიუხედავად ანალიტიკოსთა სკეპტიკური დამოკიდებულებისა, ბაზარმა მომენტალური რეაგირება მოახდინა iPhone-ზე 2007 წელს. Apple აქციები 8%-ით გაიზარდა, ხოლო ტრადიციული ტელეფონების მწარმოებელთა აქციები დაეცა. ფოტოზე - მყიდველი განცხადებასთან ახლოს, რომელიც iPhone-ს გამოჩენის შესახებ იუწყება, 2007 წლის 26 ივნისი
© AFP 2024 / ROBYN BECK ათი წლის განმავლობაში კომპანიამ Apple iPhone-ის თერთმეტი თაობა წარმოადგინა - iPhone 2G, iPhone 3G, iPhone 3GS, iPhone 4, iPhone 4s, iPhone 5, iPhone 5s, iPhone 6, iPhone 6 Plus, iPhone 6s და iPhone 6s Plus, iPhone 7 და iPhone 7 Plus - და მობილური ოპერაციული სისტემის თერთმეტი რედაქციია iOS (პირველ სამს ერქვა iPhone OS). ფოტოზე: რიგი მაღაზიის Apple Store წინ სავაჭრო ცენტრში Grove ლოს-ანჟელესში 2007 წლის 29 ივნისს. მთელს ქვეყანაში დიდი რიგები იდგა Apple მაღაზიებთან, ხალხი მზად იყო 500 დოლარზე მეტი გადაეხადა მობილურ ტელეფონში
9/10
© AFP 2024 / ROBYN BECK
ათი წლის განმავლობაში კომპანიამ Apple iPhone-ის თერთმეტი თაობა წარმოადგინა - iPhone 2G, iPhone 3G, iPhone 3GS, iPhone 4, iPhone 4s, iPhone 5, iPhone 5s, iPhone 6, iPhone 6 Plus, iPhone 6s და iPhone 6s Plus, iPhone 7 და iPhone 7 Plus - და მობილური ოპერაციული სისტემის თერთმეტი რედაქციია iOS (პირველ სამს ერქვა iPhone OS). ფოტოზე: რიგი მაღაზიის Apple Store წინ სავაჭრო ცენტრში Grove ლოს-ანჟელესში 2007 წლის 29 ივნისს. მთელს ქვეყანაში დიდი რიგები იდგა Apple მაღაზიებთან, ხალხი მზად იყო 500 დოლარზე მეტი გადაეხადა მობილურ ტელეფონში
© AFP 2024 / JOHN MACDOUGALL "მილიონი iphone 74 დღეში. ჩვენ თითქმის ორი წელი დაგვჭირდა, რომ ასეთი მაჩვენებლისთვის მიგვეღწია iPod-ით", - 2008 წელს განაცხადა სტივ ჯობსმა ახალი რევოლუციური მობილური გაჯეტის გაყიდვების პირველი შეჯამებისას
10/10
© AFP 2024 / JOHN MACDOUGALL
"მილიონი iphone 74 დღეში. ჩვენ თითქმის ორი წელი დაგვჭირდა, რომ ასეთი მაჩვენებლისთვის მიგვეღწია iPod-ით", - 2008 წელს განაცხადა სტივ ჯობსმა ახალი რევოლუციური მობილური გაჯეტის გაყიდვების პირველი შეჯამებისას