ოპოზიციური პარტია განათლების სფეროში სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს
„საატესტატო გამოცდებში მინიმალური ბარიერი 13 ათასმა მოსწავლემ ვერ გადალახა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეების 27%, ფაქტობრივად, ჩაჭრილია და ატესტატის გარეშე დარჩა. ამ რეალობას ერთადერთი, რაც შეიძლება ვუწოდოთ, არის საგანგაშო ვითარება“, — აღნიშნა რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დეპუტატის თქმით, საქართველოში 15 000 სერტიფიცირებული მასწავლებელია და მათგან 8 000 კუთვნილ ხელფასს ვერ იღებს.