დავითაია: ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი ანაცვლებს თირკმლის ფუნქციას
„თირკმლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ფილტრაცია. სწორედ ჩანაცვლებითი თერაპიის იმ ფორმებით, როგორიცაა ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი, ხდება ფილტრაცია, ანუ ეს ანაცვლებს თირკმლის ფუნქციას“, — ამბობს დავითაია.
დავითაიას განცხადებით თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის ჩვენება არის თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა. მწვავე შემთხვევაში იგულისხმება თირკმლის დაზიანება, რომელიც არის შექცევადი. თირკმლის ქრონიკული დაზიანების შემთხვევაში კი საუბარია შეუქცევად დაზიანებებზე, როდესაც პაციენტი მუდმივად საჭიროებს ქრონიკულ დიალიზს.