თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. მარნეულში წმინდა გიორგის ტაძრის დაზიანების ფაქტზე შსს გამოძიებას აწარმოებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ეკლესიის დაზიანების შესახებ შეტყობინება შსს-ში ოთხშაბათს შევიდა. ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, ტაძარში ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია კარი და გარე განათება.
ეს უკვე ამ ტაძრის დაზიანების მესამე შემთხვევაა. ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 259-ე მუხლით („კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება“), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.