მოპედის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის ჯარიმა დაწესდება

© Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშისკუტერის მძღოლი
სკუტერის მძღოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესწორებების პროექტის თანახმად, მოპედის მართვა ნასვამ მდგომარეობაში 150 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი შეუდგა შესწორებების განხილვას, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

საქართველოს შსს-მ, რომელმაც შესწორებები მოამზადა, წარმოადგინა წინადადება, რომ დაწესდეს ჯარიმა მოპედის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის 150 ლარის, ხოლო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ — 300 ლარის ოდენობით.

შესწორებებს იხილავს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი.

მოქმედი კანონმდებლობით, სხვა სატრანსპორტო საშუალებების ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მართვა მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

მოპედის მართვა კი საქართველოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მათ შორის — არასრულწლოვანს. ამისთვის მართვის მოწმობა საჭირო არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0