„ავლაბრის“ მეტროში გამნაღმველები მუშაობენ

გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში „112“ საეჭვო ნივთის შესახებ შეტყობინება შევიდა.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თბილისის მეტროს სადგურ „ავლაბარში“ დაუდგენელი პირის მიერ დატოვებულ საეჭვო საგანს ახლა გამნაღმველები ამოწმებენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

შეტყობინება საეჭვო ნივთის შესახებ რამდენიმე წუთის წინ შევიდა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში „112“.

„შემოვიდა შეტყობინება საეჭვო საგანზე. ადგილზე გამოცხადებული პოლიცია პერიმეტრს იცავს. მუშაობენ გამნაღმველები“, — განუცხადა სააგენტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

ამ დროისათვის მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრულია.

ყველა ახალი ამბავი
0