თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. გამნაღმველებმა, რომლებიც მეტრო "ავლაბრის" ტერიტორიაზე მუშაობდნენ, საეჭვო ჩანთაში ქალის ტანსაცმელი აღმოაჩინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.
მეტროში დაუდგენელი პირის მიერ დატოვებულ საეჭვო ჩანთაზე შეტყობინება 112-ის სამსახურში ცოტა ხნის წინ შევიდა. ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციელებმა და გამნაღმველებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს და მუშაობა დაიწყეს.
ამ დროისათვის განაღმვითი სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ტერიტორია — გახსნილი.