ავიაშოუ საქართველოში: ცაში დახატული გული, პიკე და სხვა ექსტრემალური ავიატრიუკები

გამოწერა

უმაღლესი პილოტაჟის ფიგურები და შთამბეჭდავი ავიატრიუკები, პარაშუტით ხტომა და საჰაერო ბურთით ფრენა იხილეს ავიაფესტივალის Fly Fest Georgia სტუმრებმა. ექსტრემალური ავიაშოუს საუკეთესო კადრები "Sputnik–საქართველოს" ვიდეოში.

ნატახტრის აეროდრომზე პირველად გაიმართა ავიაფესტივალი Fly Fest Georgia. პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საავიაციო ჯგუფის Baltic Bees პილოტების გამოსვლა იყო, რომლებმაც აღფრთოვანებულ მაყურებლებს სხვადასხვა ტრიუკები უჩვენეს. 

ავიაფესტივალი Fly Fest Georgia - Sputnik საქართველო
სანახაობრივი ავიაშოუ: როგორ ჩატარდა საქართველოში Fly Fest Georgia

ავიაფესტივალის ფარგლებში ასევე შედგა პარაშუტებით ხტომა, სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით, მოტოპარაპლანებითა და საჰაერო ბურთებით საჩვენებელი გაფრენები. ავიაშოუში მონაწილეობა მიიღეს ექსტრემალებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ კომპანია Service Air და ტურისტული კომპანია Vanilla Sky. ფესტივალის მიზანი საჰაერო სპორტის, ექსტრემალური გართობისა და საქართველში ტურიზმის განვითარებაა. ინიციატივას მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმაც – ავიაფესტივალს დაესწრო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მის თანმხლებ პირებთან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0