კულტურის განვითარება საქართველოში: სრულფასოვანი ინდუსტრიისკენ გადადგმული ნაბიჯი

© Culture & Creativity Programmeშეხვედრა კულტურის საკითხებზე
შეხვედრა კულტურის საკითხებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა

საქართველოში არტ-მენეჯერის პროფესია სიახლეა. უმაღლეს სასწავლებლებში მისი სწავლება სულ რაღაც 10 წლის წინ დაიწყეს და პროფესიონალი, დიპლომიანი სპეციალისტები ჯერჯერობით არც ისე ბევრია.

ამიტომ დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ სწავლებას. ამ თვალსაზრისით დიდი როლი შეასრულა ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის“ პროექტმა "კულტურა და კრეატიულობა", რომლის ფარგლებშიც პროფილურ დისციპლინებში ჩატარებულ ტრენინგებში სხვადასხვა სფეროს 30-მდე ქართველმა არტ-მენეჯერმა მიიღო მონაწილეობა.

პროექტის მონაწილეებს ვკითხეთ, როგორს ხედავენ ისინი თავის პროფესიას დღეს და სამომავლოდ.

მაია ჯამბაზიშვილი, კულტურის მენეჯერი

© Culture & Creativity Programmeმაია ჯამბაზიშვილი
Майя Джамбазишвили - Sputnik საქართველო
მაია ჯამბაზიშვილი

"მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში კულტურის სფერო უკვე დიდი ხანია იქცა ინდუსტრიად, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ამ ქვეყნების ეკონომიკაში, მშპ-ის ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. ძალიან მახარებს, რომ ეს პროცესი საქართველოშიც დაიწყო. ჩვენ გვაქვს ამოუწურავი კულტურული მემკვიდრეობა, აგრეთვე დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. გულით მინდა გავხდე ამ პროცესის მონაწილე, ვცდილობ ყველაფერი ვიღონო, რაც კი ჩემზეა დამოკიდებული, და ძალიან მინდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო იქცეს ქვეყნად, სადაც კულტურა იქნება არა მხოლოდ ყველასთვის ხელმისაწვდომი და სიამოვნების მომტანი რამ, არამედ აქტიურ მონაწილეობასაც მიიღებს ქვეყნის განვითარებაში. ასევე აამოძრავებს ეკონომიკის იმ მრავალ სეგმენტსა და სექტორს, რომელთა განვითარება ძირითადად კულტურაზეა დამოკიდებული".

ინა სოხაძე, ორგანიზაცია ART FOR PUBLIC INTERESTS-ის (API) ხელმძღვანელი

© Culture & Creativity Programmeინა სოხაძე
Инна Сохадзе - Sputnik საქართველო
ინა სოხაძე

"რა პროექტსაც არ უნდა ვაკეთებდეთ, როდესაც კულტურის სფეროში ვმუშაობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ის ფართო სპექტრს სწვდება. ამიტომ კულტურის სფეროში მომუშავე ყოველი ადამიანი, რომელსაც ამა თუ იმ პროექტის წარმატებით განხორციელების პრეტენზია აქვს, მენეჯერის უნარებს უნდა ფლობდეს, სხვადასხვანაირი სამუშაოს შესრულება უნდა შეეძლოს. ასე ვთქვათ, მხოლოდ ჩემი ხელოვნებათმცოდნის დიპლომი არ კმარა ისეთი პროექტის განსახორციელებლად, რომელიც იქნება არა ერთჯერადი, არამედ სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული".

ირინა დემეტრაძე, კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი

© Culture & Creativity Programmeირინა დემეტრაძე
Ирина Деметрадзе - Sputnik საქართველო
ირინა დემეტრაძე

"კულტურა არ უნდა გვესმოდეს, როგორც წარსულის რაღაც გარკვეული მემკვიდრეობა. ამ დროს, ის ხშირად არის გაიგივებული ძეგლებთან, ფოლკლორთან, წარსულთან და რაღაც გაუგებარ და მკვდარ კულტურასთან. საჭიროა კულტურას აღვიქვამდეთ სინამდვილის კონსტრუირების ერთ-ერთ უმთავრეს იარაღად, რომელსაც სრულიად თავისთავადი მნიშვნელობა მოეპოვება. ხომ არსებობს კულტურის ლეგიტიმური გაგება, რომლის თანახმადაც, კულტურა ყველაზე დემოკრატიული საზოგადოებრივი ფენომენია.

კულტურის მენეჯმენტი ჩვენ ქვეყანაში დღეისათვის შედარებით ახალი ფენომენია. რაც მთავარია, ყველა ხელოვანს უნდა ესმოდეს, რომ იგი ამავე დროს მენეჯერიცაა. რასაკვირველია, იგი შეიძლება სარგებლობდეს დაქირავებული მენეჯერის მომსახურებით, მაგრამ თავადაც უნდა ჰქონდეს გარკვეული მენეჯერული უნარები. დღეს ხომ ერთადერთი სტრატეგია არსებობისთვის ბრძოლაა. ასეთია რეალობა. და, ამავე დროს, უნდა გააკეთო რაღაც მნიშვნელოვანი, ფასეული. სწორი მენეჯმენტის გარეშე კი ეს შეუძლებელია".

ნინო მაჭარაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, კურატორი

© Culture & Creativity Programmeნინო მაჭარაშვილი
Нино Мачарашвили - Sputnik საქართველო
ნინო მაჭარაშვილი

"ვფიქრობ, სამომავლოდ ახალ თაობას, ჩვენ სტუდენტებს ორიენტირების პოვნაში უნდა დავეხმაროთ. მე მიწევს ლექციების ჩატარება ქართული ხელოვნების თემაზე და ვცდილობ, რაც შეიძლება კომპლექსური სახით მივაწოდო ინფორმაცია და ნაკლებად წავიყვანო თემა თეორიული სახით, სასწავლო გეგმიდან გადახვევის გარეშე. პირიქით, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მათ ისეთი უნარები შევძინო, რომლებიც ახალი ინფორმაციის გააზრებაში დაეხმარებათ, რათა სამომავლოდ მათ დამოუკიდებლად მუშაობა შეძლონ საკუთარ თემებზე.

ყველა ახალი ამბავი
0