ზაზ ბურნაძე: ფერმაში 120-ზე მეტი კურდღელზე მყავს
„15 წლის წინ გადავწყვიტე მომეშენებინა კურდღლები და ბოცვრები. ვიყიდე ერთი ბოცვერი და ასე დაიწყო ყველაფერი. წლების შემდეგ უფრო სერიოზულად მივუდექი ამ საქმეს. დღეს 120-ზე მეტი კურდღელი მყავს და კიდევ ვაპირებ მათი რიცხვის გაზრდას", — ამბობს ბურნაძე.
ზაზა ბურნაძე პროფესიით მუსიკოსია. იგი ჯანსუღ კახიძის ეროვნული მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სახელმწიფო კაპელის მომღერალია. მიუხედავად ამისა, ორი სრულიად განსხვავებული სფერო ერთმანეთს ხელს არ უშლის, რომ ბატონი ზაზა მუსიკაშიც და ბიზნესში წარმატებული ადამიანი იყოს.