ზღვა, მზე და ბათუმი — მეზღვაურის დღე საქართველოში

გამოწერა
ბათუმში მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო.

ბათუმში ზედიზედ მეშვიდედ აღინიშნა სამოქალაქო ფლოტის მეზღვაურების საერთაშორისო დღე. 

ამასთან დაკავშირებით, ქალაქში საქართველოს საზღვაო აკადემიის სტუდენტების მსვლელობა გაიმართა — მემედ აბაშიძის სახელობის ქუჩიდან ბათუმის პორტამდე.

მეზღვაურის დღის აღსანიშნავად ჩატარდა სხვა საზეიმო ღონისძიებებიც, რომლებშიც აჭარის ხელისუფლებაც მონაწილეობდა.

მეზღვაურის დღე, რომელიც ფილიპინების დედაქალაქ მანილაში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების კონფერენციაზე მიღებული რეზოლუციის თანახმად დაარსდა, 25 ივლისს ყოველწლიურად აღინიშნება 2010 წლიდან. 

ყველა ახალი ამბავი
0