ფესტივალ Atlas Weekend 2017-ზე ქართველებიც იმღერებენ

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიProdigy-ის კონცერტი
Prodigy-ის კონცერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინულ ფესტივალზე Prodigy-სა და სხვა შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას ნინო ქათამაძე და Sopie Villy მიიღებენ.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. უკრაინული ფესტივალის Atlas Weekend სცენაზე ქართველი მუსიკოსებიც გამოვლენ ისეთ შემსრულებლებთან ერთად, როგორებიც არიან Prodigy, Kasabian, ჯონ ნიუმენი, ვერკა სერდიუჩკა, Monatic, Boombox, Röyksopp, ვერა პოლოზკოვა და ჯეი-ჯეი იოჰანსონი.

ფესტივალი კიევში 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება და ღია ცის ქვეშ 200 მუსიკოსს, შემსრულებელსა და კოლექტივს შეკრებს მთელი მსოფლიოდან.

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშინინო ქათამაძე სცენაზე
Певица Нино Катамадзе выступает на открытии музыкального фестиваля Дикая Мята - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე სცენაზე

Atlas Weekend 2017-ის სცენაზე იმღერებენ და დაუკრავენ ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight, ასევე ახალგაზრდა და მზარდი პოპულარობის მქონე Sopie Villy საქართველოდან.

ქათამაძე Atlas Weekend-ის ფესტივალში პირველად არ მონაწილეობს. 2016 წელს მან უკვე იმღერა კიევის ფესტივალზე. მის გარდა გასულ წელს უკრაინულ მუსიკალურ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ქართული ჯგუფები "მგზავრები" და LOUDspeakers.

წელს ნინო ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის კონცერტი 30 ივლისს არის დაგეგმილი, Sopie Villy კი 2 ივლისს წარდგება მსმენელის წინაშე.

ფესტივალში ასევე მონაწილეობენ არტიომ პივოვაროვი, Open Kids, Three Days Grace, Nothing But Thieves, Alex Clare, The Hardkiss, Brainstorm, Noize MC და სხვები.

ფესტივალის ლაინ-აპი და სხვა ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

Atlas Weekend კიევში 2015 წელს დაარსდა და მისი მიზანია საფესტივალო კულტურის განვითარება, ქვეყანაში ტურისტების მიზიდვა და უკრაინული მუსიკის პოპულარიზაცია მსოფლიოში.

ყველა ახალი ამბავი
0