თბილისის ცენტრში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

© Fotolia / Sudok1საავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისას ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისში,  ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლეს 27 წლის გიორგი ფიცხელიანს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ტელეკომპანიის მონაცემებით, სროლას წინ ჩხუბი უძღოდა, რომელიც ახალგაზრდებს შორის იქვე მდებარე სტადიონზე დაიწყო. მომხდარის მოტივი  უცნობია.

დაჭრილი ფიცხელიანი საავადმყოფოში მიყვანისას ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, ვერ შეძლეს. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების მუხლებით, რაც თავისუფლების 7-15 წლამდე ვადით აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0