თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სომხეთის ნომრებიანი ავტობუსი ქალაქ მარნეულის მახლობლად მდებარე მაგისტრაზლე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ დარტყმის შედეგად ავტობუსი გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ქალის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
საქმე ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით აღიძრა, რაც ისჯება ან ჯარიმით, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.