თბილისი, 25 ივნისი-Sputnik. 500-მდე სამხედრომ და სამოქალაქო პირებმა მიიღეს მონაწილეობა 5კილომეტრიან გარბენში სახელწოდებით „თბილისი გმირებისთვის დარბის“.
მარათონი ქალაქის გარეუბანში ლისის ტბის მიდამოებში გაიმართა. იგი მიეძღვნა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მეომრებს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიტზე.
„ამ ღონისძიების მიზანი ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ჩვენი გმირების სახელების უკვდავყოფაა. მნიშვნელოვანია, რომ შეიარაღებული ძალები პირველი დღიდანვე აქტიურად არიან ჩართულები და გარბენში მონაწილეობა მიიღო 500-მა სამხედრომ, ასევე მონაწილეობენ თავდაცვის ეროვნული აკადემია და სხვა ქვედანაყოფები“-განაცხადა პოლკოვნიკმა ემზარ სვანიძემ.
მარათონში მონაწილეობა ფასიანი იყო და ორგანიზატორები მთელი შემოსავლის დახარჯვას აპირებენ თბილისში ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა სახელობის სკვერის მშენებლობაზე.
გარბენის ორგანიზატორი „საზოგადოება ვესტ პოინტ საქართველოა“, რომელიც აშშ-ს ვესტ პოინტის აკადემიის აღზრდილმა ქართველმა კადეტებმა დააარსეს.
მარათონის მიზეზად 2015 წელს ამერიკაში ორი ქართველი კადეტის- იოსებ მაკარიძის და ბესარიონ გორჯოლაძის ტრაგიკული გარდაცვალება იქცა.