თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს შს სამინისტროს კამპანიის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბი საგზაო ნიშნებით დაფარული გულით მოიხატა, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი და ბათუმის პორტის კედლის ერთ-ერთი მონაკვეთი სტრიტ-არტის სტილით მოიხატა.
მხატვარმა ირაკლი ადეიშვილმა გვირაბი და ბათუმის პორტის კედლის ერთი მონაკვეთი საგზაო ნიშნებით დაფარული გულითა და კამპანიის სლოგანით მოხატა. აქციას აჭარის საავტომობილო გზების სამსახური და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სტუდენტებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ბათუმის ქუჩებში მძღოლებს შსს-ს კამპანიის ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს.
სტრიტ-არტის სტილში შესრულებული ნახატებითა და კამპანიის სლოგანით საქართველოს ქალაქებში კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება.
აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.