რატომ მიიწვიეს იმედა არაბული ამერიკაში და რომელი ქართული თვისებები აღიზიანებს მას?

© იმედა არაბულის პირადი არქივიიმედა არაბული
იმედა არაბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი, ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი ემიგრაციის თემაზე ახალი ფილმის გადაღებას აპირებს. ორი ფილმის: "ნანა" და "ქართული პურის" შემდეგ „დაბრუნება" მესამე იქნება. მთავარი გმირის როლში რეჟისორმა მსახიობი იმედა არაბული მიიწვია.

ფილმის გადაღებები 14 ივლისს, ამერიკაში დაიწყება. მსახიობს თბილისში დავუკავშირდით. ვფიქრობთ, ინტერვიუ დაგაინტერესებთ. თემა იმდენად აქტუალურია, რომ საუბრის დროს კინოს სფეროს გასცდა და განზოგადდა.

© იმედა არაბულის პირადი არქივიიმედა არაბული
იმედა არაბული - Sputnik საქართველო
იმედა არაბული

- ბატონო იმედა, ემიგრაციის თემა საკმაოდ მტკივნეულია, ამჯერად თქვენს გმირს მისი წარმოჩენა დიდ ეკრანზე მოუწევს…

— რეჟისორმა ფილმის სცენარი გადმომიგზავნა და ჩემს პერსონაჟზე მუშაობა უკვე დავიწყე. ეს არის ამბავი ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ხუთი წელია, ამერიკაში ცხოვრობს. ისე მოხდა, რომ ამ ადამიანმა ვერ გააკეთა საბუთი, ანუ “გრინ-კარტა“, ამიტომ არალეგალია. საქართველოში ჰყავს ცოლ-შვილი, რომელიც ძალიან უყვარს, მაგრამ საბუთის არარსებობის გამომათთან ვერ ჩადის. მეორე მხრივ, რომ დაბრუნდეს საქართველოში, ოჯახს ვერ შეინახავს. მთელი ამბავი ისაა, თუ როგორი ერთგულია ეს კაცი თავისი ოჯახის და ამ ერთგულებას ისე იცავს, რომ რომანიც არავისთან გააბა.

- თემიდან გამომდინარე, მაინტერესებს, თუ გიცხოვრიათ ემიგრაციაში?

— არა, ემიგრაციაში არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ გასტროლებზე ხშირად დავდიოდი თეატრებიდან, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ამერიკაში ორჯერ ვიყავი. პირველად ორ თვემდე გავჩერდი, შემდეგ ნათესავებთან ვიყავი, თანაც, ტურისტის სტატუსში და სავიზო რეჟიმი არ მქონდა დარღვეული, თუმცა ამას ემიგრაციას ხომ ვერ დავარქმევ?!..

© ქეთი ორჯონიკიძის პირადი არქივიგადასაღებ მოედანზე: მსახიობი კახი კავსაძე და რეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი
გადასაღებ მოედანზე: მსახიობი კახი კავსაძე და რეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი - Sputnik საქართველო
გადასაღებ მოედანზე: მსახიობი კახი კავსაძე და რეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ადაპტირებადი ადამიანი ხართ?

— ისევ ჩემს ქვეყანაში ცხოვრება მირჩევნია, იქ, სადაც დავიბადე და გავიზარდე, იმაში დარწმუნებული ვარ, რომ არალეგალად ცხოვრება არც ერთ ქვეყანაში არ მინდა. დროებით კი ვიცხოვრებდი სადმე. რადგან ეს საკუთარი თავის გამოცდაა,იმის გაგება, თუ რა შეგიძლია უცხო გარემოში. ნათესავების, ახლობლების და ოჯახის წევრების გარეშე რამდენად შეძლებ ცხოვრებას. რამდენად შეძლებ, რომ ცხოვრება ნულიდან დაიწყო. რათქმაუნდა ეს საკუთარი თავის გამოცდა და გამოწრთობაცაა.მიუხედავად იმისა, რომ სულით ხორცამდე ქართველი ვარ, უცხოეთში რაიმე შეუგუებლობის მომენტი არ მქონია. როგორც ყველას ბევრი უარყოფითი თვისება მეც მაქვს, მაგრამ ამასთან ძალიან მოწესრიგებული და პუნქტუალური ვარ, პასუხისმგებლობის გრძნობაც მაქვს და კანონმორჩილი ადამიანი ვარ. თავს არ ვიქებ, მართლა ასეა. საქართველოში ცხოვრება ძნელია, თუ არაფერს აკეთებ. ქართველის ბუნება ისეთია, რომ მიეჩვია ოჯახის წევრისა ან ნათესავის დახმარებას. ყველაზე მეტად უცხოეთში რა მომწონს, იცით? იქ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას თვითონ ქმნიან. რეკომენდაცია ყველგან საჭიროა, უბრალოდ თუკი რეალურად ვერაფერს აკეთებ და საქმე არ იცი, ვინც უნდა გაგიწიოს რეკომენდაცია, უცხოეთში მაინც არაფერი გამოგივა. იქ, სწორედ ეს მომწონს, რომ კანონი, ყველასთვის კანონია!..

- ფიქრობთ, რომ ჩვენს ხასიათში არსებული დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა უცხოეთში უფრო აშკარად ვლინდება?

— დიახ, მსგავსი თვისებები გენეტიკურ კოდში გვიდევს. ერთ ძალიან მარტივ მაგალითზე გვეტყვით; ქართველი თუკი სადმე დააგვიანებს, იტყვის, რომ მაგალითად- ტრანსპორტი არ მოვიდა, ინგლისურში კი არის ასეთი გამოთქმა: I miss the buss —რაც სლენგით ნიშნავს- მე გავმაზე ავტობუსი!.. ამით უცხოელი დაგვიანებაში თავიდანვე საკუთარ დანაშაულს ხედავს, ანუ მე ვერ გამოვედი დროზეო. ქართველი კი ამბობს: ავტობუსი არ მოვიდაო!. ძალიან პრიმიტიული მაგალითია, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელია და დამახასიათებელი.

- ბატონო იმედა, ისევ ფილმს დავუბრუნდეთ, თქვენი გმირი იძულებულია ოჯახის სარჩენად უცხოეთში არალეგალურად იცხოვროს…

— დიახ, ჩემი გმირი ბოლო ხუთიწლის მანძილზე უცხოეთში ცხოვრობს და ცდუნების ბევრი მომენტი ექმნება, რადგან ბევრს მოსწონს. ბოლოს მაინც არ შეცდება, თუმცა გარკვეულ ფათერაკში კიეხვევა. ბოლომდე არ გეტყვით რა ხდება, ფილმისნახვის ინტერესი რომ არ დაკარგოთ… საერთოდ, როცა უცხოეთიდან ფულს მუდმივად გიგზავნიან, ამანაც იცის მიჩვევა. მე კი ასეთი რამ უბრალოდ არ მესმის და ვერც გავიგებ…

© photo: courtesy of Keti Orjonikidzeმსახიობი ცუცა კაპანაძე და რეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი
მსახიობი ცუცა კაპანაძე და რეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი - Sputnik საქართველო
მსახიობი ცუცა კაპანაძე და რეჟისორი ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი

ფილმის რეჟისორს, ქეთი ორჯონიკიძე- ქეისს ნიუ-იორკში დავუკავშირდით.

ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი: ფილმი “დაბრუნება“ ჩემი ნოველის "ბურუსი" მიხედვით უნდა გადავიღო. ახალგაზრდა ემიგრანტი კაცის როლზე, დიდი ხნის ძებნის შემდეგ დავამტკიცე იმედა არაბული, რომელიც ნიჭიერი მსახიობია და თან ქართული გარეგნობით გამოირჩევა. ფილმი “დაბრუნება” შეადგენს ტრილოგიის მესამე ნაწილს, რომელიც ვფიქრობ, წინა ორი ფილმის, “ნანა” და “ქართული პური” ლოგიკური დასასრული იქნება. ფილმი ემიგრაციის, ერთგულებისა და წლობით დაშორებული ოჯახების მტკივნეულ თემას ეხება. ჩემი და ალბათ მრავალი შეგნებული ქართველის ოცნებაა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული მილიონზე მეტი ქართველი სახლში დაბრუნდეს. საოცარი დამთხვევაა, პირველ ფილმში “ნანა” (მთავარ როლში-ცუცა კაპანაძე) ქართველი ქალი საქართველოდან ამერიკაში სამუშაოდ ღვთისმშობლის ხატით ჩამოდის. მეორე ფილმში “ქართული პური” (მთავარ როლში კახი კავსაძე), ეს ხატი კედელზეა. ხოლო მესამე ფილმში ხატი საქართველოში დაბრუნდება. ასეთი სიმბოლური დამთხვევა იმის იმედს მიტოვებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ყველა ქართველი სამშობლოში დაბრუნდება…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0