თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ნატახტარის აეროდრომის ტერიტორიაზე ბალტიისპირელმა პროფესიონალმა მფრინავებმა რეაქტიული და სპორტული თვითმფრინავებით ავიაშოუ წარმოადგინეს, იუწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
© FB/Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი ნატახტარში ავიაშოუზე
გიორგი კვირიკაშვილი ნატახტარში ავიაშოუზე
ავიაშოუზე, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა, ჯგუფმა Baltic Bees-მ საჰაერო-სანახაობრივი მანევრები შეასრულა და ფიგურული ფრენები წარმოადგინა.
„ავიაშოუს მიზანია საქართველოში საფუძველი ჩაეყაროს ავიაფესტივალს Fly-Fest-Georgia-ს“, — წერს კვირიკაშვილის პრესსამსახური.
© FB / Giorgi Kvirikashviliავიასანახაობა ნატახტრის ცაზე
ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე
მსგავსი ფესტივალები ყოველწლიურად იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და წარმოადგენს ტურისტული ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს.