სოსო სტურუა: „12 ბათუმელი რეჟისორი მხატვრულ ფილმს იღებს“

გამოწერა
სოსო სტურუა საუბრობს იმ წამოწყებაზე, რასაც ბათუმში აქვს ადგილი. იქ შეიქმნა რეჟისორების გაერთიანება, სადაც მხოლოდ ბათუმელი ხელოვანები შედიან და რომლებიც მხატვრულ ფილმებს მხოლოდ ბათუმელი შემოქმედების ნაწარმოებებზე აკეთებენ.

სოსო სტურუა: „12 ბათუმელი რეჟისორი მხატვრულ ფილმს იღებს“
 “მე ბათუმელი ავტორის, სოსო პაიჭაძის ნაწარმოების მიხედვით ვიღებ მხატვრულ ფილმს“- განუცხადა “ Sputnik- საქართველოს“ სოსო სტურუამ.

სოსო სტურუა- 1992 წლიდან აჭარის რადიოს კორესპოდენტი, იყო აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის მთავარი რედაქტორი, ამავე სამსახურისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი. 2000-2008 წლებში აჭარის ტელევიზიაში 40 —მდე ეთნოგრაფიული დოკუმენტური ფილმი მოამზადა. 2003 წელს 4 ანთროპოლოგიური ფილმისათვის მას სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 2007 წელს კი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის წმინდა ანდრიას ჯვარით დაჯილდოვდა. 2013 წლიდან აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

 

ყველა ახალი ამბავი
0