შაბათს ქართველი მორაგბეები არგენტინელებს შეხვდებიან

© AP Photo / Rui Vieiraრაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მორაგბეები შეეცდებიან მეხუთე ცდით სძლიონ არგენტინის ნაკრებს- წინა ოთხი შეხვედრა სამხრეთამერიკელებმა მოიგეს.

თბილისი, 24 ივნისი-Sputnik. შაბათს 24 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტესტ-მატჩში  არგენტინას შეხვდება ქალაქ სან სალვადორ დე ხუხუიში, ნათქვამია საქართველოს  რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თამაში „ესტადიო დე ხიმნასიას“ სტადიონზე გაიმართება, რომელსაც 2011 წელს ფეხბურთში სამხრეთ ამერიკის თასის გათამაშების წინ რესტავრაცია ჩაუტარდა.

საქართველოს ნაკრები აქამდე ოთხჯერ შეხვდა არგენტინის ძირითად ნაკრებს და ოთხივეჯერ დამარცხდა. ბოლოს, 2015 წლის მსოფლიოს თასზე „ლოს პუმასმა“ 54:9 იმარჯვა.

თამაში, საქართველოს ნაკრების ამერიკული ტურნეს ფარგლებში გაიმართება, რომლის მსვლელობისას ქართველმა მორაგბეებმა უკვე ორი შეხვედრა გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს. კანადასთან 13:0 და აშშ-სთან 21:17.


ყველა ახალი ამბავი
0