საქართველოს მოქალაქეები მონტენეგროში 31 ოქტომბრამდე უვიზოდ ივლიან

გამოწერა
ამგვარად, მონტენეგრო გახდა 58-ე ქვეყანა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მგზავრობის უფლება აქვთ.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები 14 ივნისიდან 31 ოქტომბრამდე მონტენეგროში უვიზოდ მიმოსვლად შეძლებენ, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მონტენეგროს მთავრობამ მიიღო, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ. 

შეგახსენებთ: დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და მონტენეგროს შორის 2007 წელს დამყარდა.

ყველა ახალი ამბავი
0