თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სერვისი BeepCar, რომლის საშუალებით საერთაშორისო მოგზაურობისთვის თანამგზავრის მოძიება არის შესაძლებელი, ქართულ ბაზარზე 2017 წლის 23 ივნისს შემოვიდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" კომპანიაში.
რუსული კომპანიის სერვისი BeepCar მგზავრებს მატარებლებს, საქალაქთაშორისო ავტობუსებსა და თვითმფრინავებს შეუცვლის, ხოლო მძღოლებისთვის ეს საწვავის ეკონომიის და კარგ კომპანიაში მგზავრობის შესაძლებლობაა.
„თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და საქართველოს სხვა ქალაქები — ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების ტურისტებისთვის მიმზიდველი მიმართულებაა. მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც დასვენება საქართველოში ურჩევნიათ, 24%-ით გაიზარდა. BeepCar დინამიურად ვითარდება, და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში ამ სერვისის ამოქმედება ტურიზმის ზრდას შეუწყობს ხელს. ამაში ჩვენს მნიშვნელოვან მისიასაც ვხედავთ: ადამიანებს, რომლებიც შვებულებას გეგმავენ, გაუჩნდებათ დამატებითი შესაძლებლობა დანიშნულების ადგილამდე კომფორტით და იაფად იმგზავრონ. მნიშვნელოვანია, რომ ეს სერვისი საქართველოს ნებისმიერ წერტილამდე გამგზავრებაში დაგეხმარებათ", — განაცხადა BeepCar-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ანა არტამონოვამ.
მოგზაურებისთვის, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან, ეს სერვისი დანარჩენ ტრანსპორტთან შედარებით შეიძლება უფრო იაფი ვარიანტი გახდეს. თბილისი-ბათუმის მარშრუტით მატარებლის ან ავტობუსის ბილეთის ფასი დაახლოებით 25 ლარს შეადგენს, იმავე მარშრუტზე ტაქსი 250 ლარი დაჯდება, ხოლო BeepCar-ში ამ მარშრუტით შეთავაზებული ფასი — 18 ლარია. სერვისის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ ის ქვეყანაში ტურისტების ნაკადს გაზრდის და უფრო ძვირადღირებული ტრანსპორტის ალტერნატივა გახდება.
საქართველოს გარდა, BeepCar-ით მოგზაურობა 19 ქვეყანაშია შესაძლებელი: ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში, ფინეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთში, რუმინეთში, ჩეხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, ყახაზეთში, უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში.
BeepCar-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ზე და Android-ზე, სერვისს ასევე ვებ-ვერსია გააჩნია. BeepCar-ი 2017 წლის თებერვალში ამოქმედდა. პროექტის მომხმარებლების ყოველთვიური რაოდენობა — 5 მილიონზე მეტი.