ვაცლავ ჰაველის სკვერში ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლის გახსნის ცერემონია გაიმართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა საზეიმო ღონისძიება.
ვაკის რაიონის ადმინისტრაციის შენობასთან, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ძეგლი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი (Martin Stropnický), რომლებმაც საზოგადოებას რამდენიმე სიტყვითაც მიმართეს.
ვაცლავ ჰაველი — ჩეხი მწერალი, დრამატურგი, ჩეხოსლოვაკიის ბოლო ბოლო პრეზიდენტი (1989—1992) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993—2003). ის სამოქალაქო ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, ასევე ევროსაბჭოს წევრი ტოლერანტობისა და ურთიერთ პატივისცემის საკითხებში.
თბილისში გახსნილი ვაცლავ ჰაველის ძეგლის ავტორი არის სკულპტორი ჯუმბერ ჯიქია.