ქართული არასამთავრობოები რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ

© Sputnik / Levan Avlabreliმრგვალი მაგიდა "ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივები"
მრგვალი მაგიდა ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივები - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე "ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივები".

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მისამართით აპირებს გაგზავნოს წერილი, საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თხოვნით, განაცხადა ირაკლი მეორის საზოგადოების თავმჯდომარემ არჩილ ჭყოიძემ.

ამჟამად რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ვიზების გარეშე ჩამოსვლა შეუძლიათ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში წასასვლელად ვიზის მიღება სჭირდებათ.

„წერილი მზად არის, გვინდა, რომ მას რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მოაწეროს ხელი. ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ კვირაში გავაგზავნით. იქ იქნება ხელმოწერები დაახლოებით 18 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ჟურნალისტების და საზოგადო მოღვაწეების. სულ დაახლოებით 500-600 ხელმოწერა იქნება", — განაცხადა ჭყოიძემ მრგვალ მაგიდაზე ხუთშაბათს.

© Sputnik / Levan Avlabreliარჩილ ჭყოიძე
Арчил Чкоидзе - Sputnik საქართველო
არჩილ ჭყოიძე

ირაკლი მეორის საზოგადოების მრგვალი მაგიდა „ქართულ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივები" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს პარტია „ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა, მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „გორელების" წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და საზოგადო მოღვაწეებმა.

მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების მნიშვნელობაზე.

„თუ ყველაფერი იმას გადავაბრალეთ, რომ აქედან ტერორისტები გამგზავრებას შეძლებენ, საქართველოს უვიზო რეჟიმი შენგენის ზონის ქვეყნებთან მისცეს. ეს საშიშროება არ არსებობს — თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქების შვიდეულში შედის", — განაცხადა მამრაძემ.

© Sputnik / Levan Avlabreliპეტრე მამრაძე
Петре Мамрадзе - Sputnik საქართველო
პეტრე მამრაძე

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა საქართველოს მთავრობას რუსეთთან პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდეს.

„თუ საზოგადოების მხრიდან იქნება ასეთი დაკვეთა, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი მთავრობას რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებს, ვფიქრობ, მთავრობა იძულებული იქნება ამ მიმართულებით რაიმე განახორციელოს", — განაცხადა ჭყოიძემ.

მას პეტრე მამრაძე დაეთანხმა.

„დიალოგი ყველა დონეზე საჭიროა — ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები, დიალოგი ჩვენს დიპლომატებსა თუ მთავრობის წარმომადგენლებს შორის. თუმცა უნდა გვესმოდეს, დღეს ეს დიალოგი რა ფარგლებშია შესაძლებელი", — განაცხადა მამრაძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას არ აპირებს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არა ერთხელ განაცხადეს, რომ მზად არიან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღადგინონ იმ პირობით, რომ რუსეთი ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას შეწყვეტს.

„დიალოგი იმით უნდა დაიწყოს, რომ დაგვიბრუნდეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი — ამ ფრაზით ყველაფერი დასრულდება. მეორე ფრაზა საჭირო აღარ იქნება. ადამიანებს შორის ურთიერთობები თანდათანობით უნდა დაიწყოს. ტურიზმი ახლა უზარმაზარ საქმეს აკეთებს — უკეთესად, ვიდრე ყველა ერთად აღებული დიპლომატი", — მიიჩნევს მამრაძე.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიების, და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება.

აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებები ტრადიციულად პრაღაში იმართება და ითვალისწინებს დისკუსიას მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. ამჟამად ეს საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის მოღვაწეობის ერთ-ერთ პრიორიტეტს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება წარმოადგენს. ამავე დროს საქართველოს ხელისუფლება პროდასავლური პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0