ქართულ საფონდო ბირჟაზე ქარის ელექტროსადგურის აქციები განთავსდება

© photo: Sputnikქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის თქმით, ქარის ელექტროსადგურის აქციების განთავსება არამარტო ინვესტიციების მოზიდვას, არამედ საქართველოს საფონდო ბაზრის განვითარებას ემსახურება.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. ქარის ელექტროსადგური  „ქართლის" აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება — ამ საჯარო შეთავაზებით იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პრივატიზაციის ასეთი ფორმა ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს პირველ რიგში საფონდო ბირჟას და ამავდროულად, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ინვესტორებს, შეიძინონ წილი პროექტში, აცხადებს პრემიერი.

 „ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ… ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება", — განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სხვა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას.

მზის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული" დაიწყო

პრემიერი მიიჩნევს, რომ მწვანე ენერგიის ათვისება მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა გახდეს. ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა — მთელ მსოფლიოში შესამჩნევი ტენდენციაა. ბოლო წლებში ენერგეტიკის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

აქციების სავარაუდო ემისიის ვადები და პარამეტრები პრემიერს არ დაუსახელებია.

2016 წლის ოქტომბერში გორში 20,7 მეგავატის დადგენილი სიმძლავრის პირველი ქარის ელექტროსადგური  „ქართლი" ამოქმედდა. სამომავლოდ ელექტროსადგურის სიმძლავრე 300 მეგავატამდე შეიძლება აიწიოს.

პროექტი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტის რეალიზაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 24 მილიონი დოლარი გამოყო, ხოლო ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ — 10 მილიონი დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0