ბიზნესად ქცეული გატაცება და ორი მეგობრის მიერ შექმნილი ორიგინალური სანათები

© FB/ J.K. Handmade - ხელნაკეთიბექა ჯიჯიაშვილის და ირაკლი ხელაძის ნამუშევარი
ბექა ჯიჯიაშვილის და ირაკლი ხელაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბექა ჯიჯიაშვილი მეგობართან ირაკლი ხელაძესთან ერთად საუცხოო და განსხვავებულ სანათებს, ტორშერებს, ჭაღებს ხელით ქმნის. ხელნაკეთი ნივთების შექმნა ერთი წლის წინ დაიწყეს. როგორც ბექა ამბობს, გზა, რომელიც დღემდე გაიარეს, ბაზრის კვლევას უფრო ჰგავდა. დღეს უკვე კარგად იციან, რა არის საჭირო მეტი განვითარებისთვის და მათი ნაწარმის პოპულარიზაციისთვის.

— თავდაპირველად დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენ ვქმნით ხელნაკეთ ნივთებს, არა კონკრეტული მიმართულებით, არამედ რამდენიმე მიმართულებით. აქ იგულისხმება სანათები, როგორც მაგიდის, ასევე ტორშერი და ჭაღის სტილის სანათები, ასევე დეკორატიული აქსესუარები. ვმუშაობთ საბავშვო ავეჯის განხრითაც.

– განსხვავებული და ორიგინალური ნამუშევრები გაქვთ. როგორ მოვიდა, რამ განაპირობა ამ იდეის დაბადება?

— ყველაფერი მოვიდა ჩვენი პროფესიის, ჰობის თუ ინტერესიდან გამომდინარე. დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ საზოგადოებისთვის გაგვეცნო ჩვენი შესაძლებლობები და პროდუქციის სახე მივეცით. შევქმენით კომპანია და შევეცადეთ ჩვენი ბრენდი კარგად შეგვეფუთა. ამ საქმიანობაში ჩართული ვართ ორ ადამიანი – მხატვარი და ინტერიერის დიზაინერი. ორივე თანაბრად ვინაწილებთ ფუნქციებს.

© FB/ J.K. Handmade - ხელნაკეთიბექა ჯიჯიაშვილი და ირაკლი ხელაძე
ბექა ჯიჯიაშვილი და ირაკლი ხელაძე - Sputnik საქართველო
ბექა ჯიჯიაშვილი და ირაკლი ხელაძე

– თქვენი ყველა ნივთი ხელნაკეთია?

— დიახ, ჩვენი ყველა ნივთი ხელნაკეთია და, რაც მთავარია, დიდი სიყვარულით არის დამზადებული. თითოეული ნივთი ერთნაირად შრომატევადი და საინტერესოა.

– რომელიმე მათგანს ხომ არ გამოყოფდით, გამოარჩევდით?

— გამორჩეულად ალბათ პირველად დამზადებულ ნივთს გამოვყოფ (ოქროს ბიჭუნა). ფოტოაპარატიანი რობოტი, რომელიც ჩვენი საქმიანობის საზოგადოებისთვის მიწოდების კუთხით დასაწყისი იყო.

© FB/ J.K. Handmade - ხელნაკეთიბექა ჯიჯიაშვილის და ირაკლი ხელაძის ნამუშევარი
ბექა ჯიჯიაშვილის და ირაკლი ხელაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბექა ჯიჯიაშვილის და ირაკლი ხელაძის ნამუშევარი

– რთული იყო გზა, რომელიც დღემდე გაიარეთ?

— გზა, რომელიც დღემდე გავიარეთ, ალბათ ბაზრის კვლევას უფრო ჰგავდა. ახლა მივხვდით რა კუთხით არის საჭირო უფრო მეტად განვითარება, რათა უკეთ შევძლოთ წინსვლა და განვითარება.

– ვინ არიან თქვენი მომხმარებლები?

— რაც შეეხება მომხმარებლის კატეგორიას, სხვადასხვა კატეგორიის ხალხი გვიკვეთავს ნივთებს. ჩვენც ვცდილობთ სტილს არ გადაუხვიოთ და მათთვის საინტერესო დიზაინი შევთავაზოთ, ეს იქნება ავეჯი თუ დეკორატიული სანათი.

© FB/ J.K. Handmade - ხელნაკეთიბექა ჯიჯიაშვილის და ირაკლი ხელაძის ნამუშევარი
ბექა ჯიჯიაშვილის და ირაკლი ხელაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბექა ჯიჯიაშვილის და ირაკლი ხელაძის ნამუშევარი

– ამ ეტაპზე ყველაზე მოდური და პოპულარული რომელი ნივთია?

— პოპულარობით ეტაპობრივად გამოირჩეოდნენ ნივთები, განსაკუთრებით საბავშვო ხაზი.

– თითოეული ნივთის დიზაინი ვის ეკუთვნის?

— დიზაინზე ერთობლივად და თანაბრად ვმუშაობთ, გააჩნია ვის როდის მოსდის იდეა.

© FB/ J.K. Handmade - ხელნაკეთიბექა ჯიჯიაშვილის და ირაკლი ხელაძის ნამუშევარი
ბექა ჯიჯიაშვილის და ირაკლი ხელაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბექა ჯიჯიაშვილის და ირაკლი ხელაძის ნამუშევარი

– რას გეგმავთ სამომავლოდ?

— სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, იგეგმება ცვლილებები, რაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა და ბოლო შტრიხებს ვასწორებთ. საზოგადოება მალე შეიტყობს ამის შესახებ, გპირდებით საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0