პარლამენტის თავმჯდომარე: ივანიშვილის ინსულტზე ჭორები სიცრუეა

© AFP 2024 / VANO SHLAMOVბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ჭორებს მმართველი პარტიის ოპონენტები ავრცელებენ.

გასულ უქმეებზე ქართულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ცნობა, რომ ექს-პრემიერს გულთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აღენიშნება. ტელეკომპანია Rustavi2-ის გენერალურმა დირექტორმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ივანიშვილმა ინსულტი გადაიტანა და ამჟამად გერმანიაში მკურნალობს. სამშაბათს გაზეთ "ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის შემთხვევაში ნებისმიერმა ემოციამ შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტი გამოიწვიოს.

ბიძინა და ბერა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბერამ უარყო მოარული ხმები ივანიშვილის ინსულტის შესახებ

„მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ეს სიცრუეა… ეს უმარტივესი, ბინძური კამპანიაა", — განაცხადა კობახიძემ ტელეარხ Rustavi2-ზე გადაცემა „არჩევანში".

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ დეზინფორმაციას პოლიტიკური ოპონენტები ავრცელებენ.

„არა მგონია, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმსახურებდეს რაიმე ტიპის სერიოზულ ყურადღებას. სამწუხაროდ, ეს აჩვენებს ძალიან მძიმე სახეს ჩვენი ოპონენტების ერთი ნაწილის. ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ გაქვს ინფორმაცია ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად არასერიოზულია რაიმე მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რაც გაავრცელეს ჩვენმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანამდე ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, რეპერმა ბერამ უარყო.

ყველა ახალი ამბავი
0