„დედა მოტაცებული“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 22-25 ივნისს

© Sputnik / Alexander Imedashviliკინოთეატრის ფოიე
კინოთეატრის ფოიე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ ეკრანზე გოლდი ჰოუნის ეპიკური დაბრუნება და ადამიანებისა და ტრანსფორმერების გარდაუვალი ომი - „Sputnik-საქართველო" ყველაზე „ცხელი" კინოპრემიერების მიმოხილვას აგრძელებს, რომლებიც კინომანებმა უქმეებზე არ უნდა გამოტოვონ.

22 ივნისიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები გაიმართება:

 „ტრანსფორმერები: უკანასკნელი რაინდი“ (Transformers: The Last Knight) — ამერიკული მეცნიერულ-ფანტასტიკური ბოევიკი, ტრანსფორმერებზე ფილმების სერიის მეხუთე ნაწილი. რეჟისორი — მაიკლ ბეი. ფილმში ადამიანები და ტრანსფორმერები ომის ზღვარზე იმყოფებიან. ოპტიმუს პრაიმი გაქრა. მომავლის გადარჩენის გასაღები წარსულში დარჩა, დედამიწაზე ტრანსფორმერების იდუმალ ისტორიაში. ჩვენი სამყაროს გადარჩენა გადავა მცირე ალიანსის მხრებზე — კეიდ იეგერის, ბამბლის, ედმუნდ ბერტონის და ოქსფორდის პროფესორის ვივიენ უემბლის. მაგრამ უნდა მხოლოდ ერთი სამყარო გადარჩეს — მათი ან ჩვენი.

საინტერესო  ფაქტები: ფილმის რამდენიმე სცენა გადაღებულია 2016 წელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში. მაიკლ ბეი აცხადებს, რომ ეს ტრანსფორმერებზე უკანასკნელი ფილმია. ფილმში მონაწილეობენ — ლორა ჰედოკი, მარკ უოლბერგი, ჯემა ჩანი, ენტონი ჰოპკინსი, სტენლი კუჩი, ჯონ გუდმანი.

„დედა მოტაცებული“ (Snatched) — ჯონათან ლევინის კომედია ემი შუმერით და გოლდი ჰოუნით მთავარ როლებში. მთავარი გმირი — 30 წლის თავქარიანი ემილია, რომელიც საყვარელმა ბიჭმა მიატოვა. ახლა გოგონამ ეკვადორში მოგზაურობისთვის ახალი თანამგზავრი სასწრაფოდ უნდა იპოვოს. ამისთვის ის თავის ზედმეტად ფრთხილ დედას დაიყოლიებს. მაგრამ მშვიდი ერთობლივი დასვენების ნაცვლად დედა-შვილს გატაცება ელის. მძევლად ყოფნის დროს ისინი თავიანთ ნათესაურ კავშირს გამძლეობაზე გამოცდიან. შესაძლოა, ერთმანეთისთვის უფრო ახლობლები გახდებიან, თუ, რა თქმა უნდა, გაქცევას და ჯუნგლებში გადარჩენას შეძლებენ.

საინტერესო ფაქტები: ეს ფილმი გოლდი ჰოუნისთვის ერთგვარი დაბრუნებაა — 15 წლის წინ ის გადაიღეს ფილმში „დები ბენგერები“ (2002). ემი შუმერმა და ვანდა საიკსმა გადაღებებს შორის შესვენების დროს მონაწილეობა რამდენიმე შოუში მიიღეს, რომლიდანაც მიღებული ყველა შემოსავალი ქველმოქმედებას მოხმარდა.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა შავი კომედია „ძალიან ცუდი გოგონები“ (Rough Night) სკარლეტ იოჰანსონით მთავარ როლში და ამერიკული მელოდრამა „ყველაფერი, ყველაფერი“ (Everything, Everything).

თბილისის კინოთეატრებში ასევე შეგიძლიათ იხილოთ — ალექს კურტცმანის სათავგადასავლო ბლოკბასტერი „მუმია“ (The Mummy)  და  გერმანულ-ავსტრალიური დრამა „მანიფესტო“ (Manifesto) ქეით ბლანშეტით მთავარ როლში,  რეჟისორ პეტი ჯენკინსის სუპერგმირული ფილმი „ქალი-საოცრება" (Wonder Woman), ამერიკული სათავგადასავლო ფილმი "კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ და რეზო გიგინეიშვილის თრილერს "მძევლები".

მულტფილმები ბავშვებისათვის — „მანქანები 3“ (Cars 3), რეჟისორ რობ ლეტერმანის და დევიდ სორენის ამერიკული კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმი "კაპიტანი ტრიკო" (Captain Underpants) და "ყარყატის თავგადასავალი"(Richard the Stork).

ყველა ახალი ამბავი
0