ქართული პროდუქციის ფესტივალი სიღნაღში: დღესასწაული ტურისტებისათვის

გამოწერა

ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერის მიზნით სიღნაღში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა ფესტივალი.

ქართული პროდუქციისფესტივალებისა და გამოფენა-გაყიდვების მოწყობა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ბოლოდ წლებში კარგ ტრადიციად იქცა, რაც ათასობით ტურისტს იზიდავს. დასვენების სეზონზე ასეთი ღონისძიებები უფრო და უფრო ხშირად ტარდება, რითაც კმაყოფილები არიან ქვეყნის სტუმრებიც და მოსახლეობაც.

სოღნაღში გაიმართა ერთ-ერთი ასეთი ფესტივალი, სადაც ჩატარდა ქართული ღვინისა და სხვადასხვა სახეობის ყველის დეგუსტაცია. ქალაქის მთავარ მოედანზე დაიდგა ქართული კომპანიების სხვადასხვა პროდუქციების სტენდები.

ქალაქის ცენტრში საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს ხელნაკეთი მოსართავი ნივთების, სათამაშოების და სუვენირების ავტორებმაც.

ყველა ახალი ამბავი
0