ბენზოხერხის გამო რეისი მოსკოვი-თბილისი გადაიდო

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიAirzena - Georgian Airways
Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვი-თბილისის რეისის მგზავრი ბორტზე დაშლილი ბენზოხერხის შეტანას ცდილობდა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Airzena — Georgian Airways-ის თვითმფრინავი ერთ-ერთი მგზავრის მიერ ბორტზე დაშლილი ბენზოხერხის შეტანის მცდელობის გამო მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით დაგვიანებით გამოფრინდა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ აეროპორტის პრეს-სამსახურში.

განრიგის მიხედვით თვითმფრინავი 11:30 საათზე უნდა გამოფრენილიყო, თუმცა გამოფრინდა 12:36 საათზე (13:36 საათზე თბილისის დროით). პრეს-სამსახურის მონაცემებით, აეროპორტის სტერილურ ზონაში მგზავრი დაშლილი ბენზოხერხის შეტანას ცდილობდა, სადაც ის საავიაციო უსაფრთხოების თანამშრომლებმა გააჩერეს და შეატყობინეს, რომ ბორტზე მსგავსი ნივთების შეტანა აკრძალულია.

„შემდგომში ავიაკომპანიის წარმომადგენელმა გამოიყენა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა, მგზავრს ხელბარგი გამოართვა და უთხრა, რომ მას თვითმფრინავის საბარგო განყოფილებაში ჩააბარებდა. ამის შემდეგ მან ის „ტელეტრაპის“ გავლით გადაიტანა, სადაც საავიაციო უსაფრთხოების თანამშრომლებმა შეამოწმეს საეჭვო ჩანთა და გამოავლინეს ნივთები, რომელთა თვითმფრინავში შეტანა აკრძალულია“, — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ჩანთა ბენზოხერხით „ვნუკოვოს“ აეროპორტში დარჩა და ბარგის დროებითი შენახვის საკანშია მოთავსებული. ინფორმაცია იმის შესახებ, გამოფრინდა თუ მოსკოვში დარჩა ის მგზავრი, რომელიც სალონში ბენზოხერხის შეტანას ცდილობდა, აეროპორტის წარმომადგენლებს არ გაუვრცელებიათ.

ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავდაპირველად ის რამდენიმე მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ასრულებდა, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იტალიაში, ეგვიპტეში, ინდოეთში, ასევე რეგულარულ რეისებს ავსტრიაში. 1999 წელს Airzena საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0