თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აზერბაიჯანის 26 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გამოძიების მონაცემებით, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტი „წითელი ხიდის" მახლობლად, რომლის გვერდის ავლით ის საქართველოში არალეგალურად შემოღწევას ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით.