ამინდი საქართველოში: წვიმები მთელს საქართველოში

© photo: Sputnik / Asatur Esayantsწვიმა
წვიმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი და წვიმა ელჭექით.

ოთხშაბათი, 21 ივნისი

ღამით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. შესაძლებელია ძლიერი ქარი. დღისითაც შესაძლებელია წვიმა ელჭექით. ქარი წამში 15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. აღმოსავლეთ საქართველოში ოთხშაბათს ღამით აგრეთვე შესაძლებელია წვიმა ელჭექით. ანალოგიური სიტუაცია დღის მეორე ნახევარშიც შენარჩუნდება. ქარი წამში 15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 13 გრადუსი სითბო, დღისით — 25. მაღალ მთაში მოსალოდნელია 10 გრადუსი სითბო, დღისით — 24.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 14 გრადუსი სითბო, დღისით — 28. მაღალ მთაში მოსალოდნელია 8 გრადუსი სითბო, დღისით — 26. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვა.

თბილისში ღამით და დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი ქარი. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით დაუბერავს ძლიერი ქარი. ღამით იქნება 17 გრადუსი სითბო, დღისით — 27.

ხუთშაბათი, 22 ივნისი

დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი იქნება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 13 გრადუსი სითბო, დღისით — 25. მაღალ მთაში მოსალოდნელია 10 გრადუსი სითბო, დღისით — 22.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 13 გრადუსი სითბო, დღისით — 25. მაღალ მთაში მოსალოდნელია 8 გრადუსი სითბო, დღისით — 22.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და მომატებული ღრუბლიანობა. ქარი წამში 10-15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით იქნება 17 გრადუსი სითბო, დღისით — 24.

ყველა ახალი ამბავი
0