საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტმა მოილაპარაკეს განიხილონ მომავალი კონსტიტუცია

© Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო განახლებული კონსტიტუციის პროექტის განხილვა საკომიტეტო მოსმენებზე, მანამდე კი შესწორებები სახალხო განხილვაზე იყო გამოტანილი.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინიციატივას საკონსტიტუციო ცვლილებების საკამათო საკითხების ერთობლივი განხილვის თაობაზე, განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ორი დღის წინ მზადყოფნა გამოთქვა განიხილოს კონსტიტუციის პროექტი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც დოკუმენტში რიგი შესწორებების წინააღმდეგია. ამასთან კობახიძემ პრეზიდენტს ამის გაკეთება პირადაპირ ეთერში შესთავაზა. 

„ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ფართო ჩართულობას, პროცესის მაღალ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით და ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ბიზნეს-ასოციაციები, და ეს პროცესი ფართოდ იქნება გაშუქებული მასმედიის მიერ იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც დღეს ჩვენ ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს“, – უთხრა აბაშიშვილმა ჟურნალისტებს. 

თბილისი - Sputnik საქართველო
რა არ მოეწონათ ევროპელ ექსპერტებს საქართველოს კონსტიტუციის პროექტში

ეს მსჯელობა საჭიროა იმისთვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი მივიღოთ არა ერთპარტიულად, არამედ ფართო კონსენსუსის საშუალებით, თქვა აბაშიშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციის განახლებული პროექტი ითვალისწინებს საქართველოს გადასვლას მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე. აქედან გამომდინარე, იკვეცება პრეზიდენტის და იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები. 

მოსალოდნელია, რომ განახლებული კონსტიტუციის პროექტს 2017 წელს მიიღებენ, მაგრმ იგი ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. 

ყველა ახალი ამბავი
0