ათასობით მსმენელი, მხიარულება და ოვაციები: ჯგუფის Ленинград გამოსვლა თბილისში

გამოწერა

ცნობილი ჯგუფი Ленинград ფესტივალზე Tbilisi Open Air 2017 ათობით ათასი მსმენელის ოვაციების თანხლებით გამოვიდა სცენაზე. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ჩატარდა პოპულარული რუსული როკ-ჯგუფის გამოსვლა თბილისში.

სერგეი შნუროვი მუსიკოსებთან და ორ ვოკალისტთან ერთად თბილისში კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოვიდა. მომღერალმა საკუთარ Instagram-გვერდზე მალევე განათავსა ფოტო, რომელზეც ის ქართულ ღვინოს აგემოვნებდა.

თანამედროვე მუსიკის ფესტივალი ღია ცის ქვეშ Tbilisi Open Air საქართველოს დედაქალაქში 2009 წლიდან იმართება. ამ დროისათვის მასში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ცნობილმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან Placebo, Beth Hart, Black Label Society, Земфира, ДДТ, Tiger Lillies, Soap and Skin და სხვები.

ყველა ახალი ამბავი
0