https://sputnik-georgia.com/20170619/aviafestivali-Tbilisis-maxloblad-236353640.html
საქართველოში პირველად ავიაფესტივალი FLY FEST GEORGIA ჩატარდება
საქართველოში პირველად ავიაფესტივალი FLY FEST GEORGIA ჩატარდება
Sputnik საქართველო
ექსტრემალური ფრენების და პარაშუტით გადმოხტომის გარდა, ავიაფესტივალის მაყურებელი ნახავს სხვადასხვა ილეთებს, რომლებსაც შეასრულებენ პარაპლანერისტები... 19.06.2017-ს, Sputnik საქართველო
2017-06-19T18:27+0400
2017-06-19T18:27+0400
2021-10-19T16:14+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23635/20/236352075_0:101:999:666_1920x0_80_0_0_10f7d0fd5b74b4571f52c48414fb5774.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2017
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23635/20/236352075_0:37:999:666_1920x0_80_0_0_97d6bf94c203817275a1c023a35670c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო
საქართველოში პირველად ავიაფესტივალი FLY FEST GEORGIA ჩატარდება
18:27 19.06.2017 (განახლებულია: 16:14 19.10.2021) ექსტრემალური ფრენების და პარაშუტით გადმოხტომის გარდა, ავიაფესტივალის მაყურებელი ნახავს სხვადასხვა ილეთებს, რომლებსაც შეასრულებენ პარაპლანერისტები, დელტაპლანერისტები, ავიამოდელისტები და სხვა მონაწილეები.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში ავიაფესტივალი FLY FEST GEORGIA 2017 წლის 24 ივნისს პირველად ჩატარდება, მომავალში ღონისძიება ყოველწლიური გახდება.
პირველი ავიაშოუ ნატახტრის აეროდრომზე გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები — ავიაკომპანია Service Air და ტურისტული კომპანია Vanilla Sky მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდებიან.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველი და ევროპელი მფრინავები მიიღებენ. შოუში წარმოდგენილი იქნება რეაქტიული თვითმფრინავები, ექსტრემალური ფრენები და პარაშუტით ხტომა.
ფესტივალში მონაწილეობას ასევე მიიღებენ პარაპლანერისტები, დელტაპლანერისტები, ავიამოდელისტები და სხვა მონაწილეები.
შოუ 24 ივნისს 19:00 საათზე დაიწყება. ნატახტარში აეროშოუს ნახვის მსურველთათვის დაგეგმილია უფასო გადაყვანა. ვარდების მოედნიდან 17:30 საათზე სამი ავტობუსი გავა. ნატახტრიდან ფესტივალის სტუმრებს თბილისში 21:00 საათზე დააბრუნებენ.