ნიკიტა ეფრემოვი ფესტივალ Tbilisi 0pen Air-ს დაესწრო

© Sputnik / Levan Avlabreliმსახიობი ნიკიტა ეფრემოვი თბილისში
მსახიობი ნიკიტა ეფრემოვი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი რუსი მსახიობი დასასვენებლად საქართველოში იმყოფება და ღირსშესანიშნაობების გარდა კულტურულ ღონისძიებებსაც ესწრება.

თბილისი, 18 ივნისი-Sputnik. თბილისის მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi 0pen Air 2017-ს, რომელზეც რუსული ჯგუფი „ლენინგრადი“ გამოდიოდა, ესტუმრა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, ეფრემოვების სააქტიორო დინასტიის გამგრძელებელი, ნიკიტა ეფრემოვი.

ნიკიტა შეამჩნიეს ხალხში თავის ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად. მსახიობი  ტკბებოდა ქართველი და უცხოელი კოლექტივების ხელოვნებით, ცეკვავდა და თაყვანისმცემლებთან ფოტოებს იღებდა.

Sputnik-საქართველოს კორესპონდენტს, პოპულარულმა რუსმა მსახიობმა განუცხადა, რომ საქართველოში დასასვენებლად იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ნიკიტა ეფრემოვს საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებს. 2012 წელს მან მონაწილეობა მიიღო რეზო გიგინეიშვილის ფილმში „სიყვარული აქცენტით“. მას იმდენად მოეწონა საქართველო, რომ ორი წლის შემდეგ, სოფელ გერგეთში, წმ. სამების XIV საუკუნის ეკლესიაში, ჯვარი დაიწერა იანა გლადკიხზე. სამწუხაროდ 2015 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

Любовь с грузинским акцентом GEO VERSION - Sputnik საქართველო
სიყვარული ქართული აქცენტით

ნიკიტა ეფრემოვი —მიხაილ  ეფრემოვის შვილი და ოლეგ ეფრემოვის შვილიშვილია. დაიბადა 1988 წლის 30 მაისს მოსკოვში. 2005 წელს ჩაირიცხა МХАТ-ის სკოლა-სტუდიაში, სადაც კონსტანტინ რაიკინის ჯგუფში ირიცხებოდა.  სწავლის პერიოდში სტუდენტურ სცენაზე იაქტიურა და „ოქროს ფურცელი —2009“-ის თეტრალური პრემიის ლაურეატი გახდა ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“. მან რეჟისორ ვიქტორ რიჟაკოვის სადიპლომო სპექტაკლში „ვაი ჭკუისაგან“ ჩაცკის როლი შეასრულა.

2009 წელს, სტუდიის კურსდამთავრებული, 21 წლის ნიკიტა ეფრემოვი, მოსკოვის რამდენიმე წამყვანმა თეტრმა მიიწვია. ნიკიტამ ბაბუის დაარსებული „სოვრემენნიკი“ აირჩია.

კინოში მისი დებიუტი შედგა 2004 წელს, გახმაურებულ ტელესერიალში „ჩემი მშვენიერი ძიძა“.

კინოში მისი საუკეთესო ნამუშევრებია —„ბალადა ყუმბარაზე“, აგრეთვე ტელესერიალები „წყნარი დონი“, „კუპრინი“, „გრიგორი რ“, და „ლონდოგრადი“..


ყველა ახალი ამბავი
0