ნანა ფალიანი: “ჩვენ სიმღერის შემსწავლელი პროგრამული თვითმასწავლებელი შევქმენით“
„ჩვენ მოვისურვეთ, რომ ქართული სიმღერის შესწავლის დისტანციური შესაძლებლობა უფრო ეფექტური გაგვეხადა“,- განუცადა „Sputnik-საქართველოს” ნანა ფალიანმა.
ნანა ფალიანი- მუსიკოლოგი, “არტ-ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი და პროექტის „ეს საქართველოა“ თანაავტორი. მის მიერ გამოცემულ კომპაქტ დისკზე საქართველოს ყველა კუთხის თითო მრავალხმიანი სიმღერა და საგალობლებია განთავსებული.