ახალმა ზელანდიამ თბილისში გამართული რაგბის U-20 მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

© World Rugbyახალი ზელანდიის რაგბისტთა ნაკრები
ახალი ზელანდიის რაგბისტთა ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 წლამდელ მორაგბეთა შარშანდელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ინგლისის ნაკრებმა 2017 წლის საფინალო შეხვედრა ახალ ზელანდიელ თანატოლებთან წააგო.

თბილისი, 18 ივნისი-Sputnik. ახალი ზელანდიის ნაკრებმა 20-წლამდე მორაგბეთა თბილისში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრებს 64:12 მოუგო და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

U-20 საქართველო ირლანდია - Sputnik საქართველო
U-20 მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მორაგბეებმა მეათე ადგილი დაიკავეს

რაგბის ფუძემდებელთა შთამომავლებმა ვერ გაუწიეს ღირსეული წინააღმდეგობა  „ოლდ ბლექსის“ ახალგაზრდებს. შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. „შავებმა“ 6 ლელო დადეს, 5 რეალიზაცია გამოიყენეს და მხოლოდ ერთი ლელო —გარდასახვა  მიიღეს (40:7)

შესვენების შემდეგ ინგლესელმა ახალგაზრდება მართალია გამოასწორეს დაცვაში თამაში, მაგრამ 4 ლელო მაინც გაუშვეს, თავად კი მხოლოდ ორჯერ დაამიწეს ოვალური ბურთი მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში.

ბრინჯაოს მედლები სამხრეთ აფრიკელმა მორაგბეებმა მოიგეს, ხოლო ტურნირის მასპინძელი საქართველოს ნაკრები მეათე ადგილზე გავიდა.


ყველა ახალი ამბავი
0