დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა პარასპორტულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

© facebook.com/mod.gov.geდაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა პარასპორტულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა პარასპორტულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეული 14 ივნისს დაიწყო და მასში ქართველი დაშავებული სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრისა და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით,  პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში საჩვენებელი ტურნირები გაიმართა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

ტურნირში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა.
საჩვენებელ თამაშებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე ესწრებოდნენ.
ქართველმა სამხედროებმა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მჯდომარე ფრენბურთის ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, ასევე პარაკალათბურთში და სპორტის სხვა სახეობებში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კვირეული 14 ივნისს დაიწყო და მასში ქართველი დაშავებული სამხედროები აქტიურად მონაწილეობენ.

ყველა ახალი ამბავი
0