რუსუდან გოგბერაშვილი: „საქართველოში ემიგრანტული შემოქმედების ფესტივალი იწყება”

© Courtesy by Rusudan Gogberashviliრუსუდან გოგბერაშვილი
რუსუდან გოგბერაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსუდან გოგბერაშვილი საუბრობს ემიგრანტული შემოქმედების ფესტივალზე, რომელიც 24 ივნისს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში „ოქროს აკვანი“ გაიმართება. აღნიშნავს, რომ ფესტივალის მონაწილეები თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმს ეწვევიან. დახურვის საზეიმო ცერემონიალი კი თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში შედგება.
რუსუდან გოგბერაშვილი: „საქართველოში ემიგრანტული შემოქმედების ფესტივალი იწყება”

„ემიგრანტული შემოქმედების საერთაშორისო ფესტივალი ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპილარიზაციის საერთაშორისო ფონდის მიერაა ორგანიზებული“ —განუცხადა „Sputnik- საქართველოს” რუსუდან გოგბერაშვილმა.

რუსუდან გოგბერაშვილი — ემიგრანტ შემოქმედთა მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე. ფესტივალზე თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ ქორეოგრაფიული კოლექტივები ამერიკიდან, კვიპროსიდან, საბერძნეთიდან; ემიგრანტი მუსიკოს- შემსრულებლები, მხატვრები, პოეტები; ადგილობრივი ეთნო კოლექტივები. ფესტივალზე ემიგრანტ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. საერთაშორისო ემიგრანტული ლიტერატურული კონკურსის „ემიგრანტის წერილი-2017“-ის გამარჯვებული და საფესტივალო ლიტერატურული ნაწარმოებების წარდგინება.

 

ყველა ახალი ამბავი
0