ფოთში მომხდარი აფეთქების მიზეზები ცნობილია

© photo: Sputnik112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთში წისქვილკომბინატში აფეთქების შედეგად ორმა ადამიანმა დამწვრობები მიიღო.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება ერთ-ერთი დანადგარის გადახურების გამო მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
აფეთქება ფოთში: დაშავებულია ორი ადამიანი

აფეთქება ფოთში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ორმა ადამიანმა დამწვრობები მიიღო. ისინი სტაციონარში გადაიყვანეს.

„ჩვენი ინფორმაციით ეს არის ხორბლის გადამუშავების საწარმო. ერთ-ერთი დანადგარი გადახურდა, რამაც ძრავის აფეთქება გამოიწვია. ამის შემდეგ მოხდა ხორბლის მტვერის აალება. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა მინები“, — განაცხადა სააგენტოს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

ამჟამად ინციდენტის ადგილზე სიტუაცია სტაბილურია.

ყველა ახალი ამბავი
0