თბილისი, 17 ივნისი-Sputnik. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით 1,3 კილოგრამი ოქროს ნაკეთობის შემოტანის ბრალდებით, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს სამძებრო სამსახურის საიტზე.
გამოძიება ამტკიცებს, რომ მსჯავრდებულებმა, უკანონოდ, „წითელ ხიდზე“ მდებარე საბაჟოს გავლით შემოიტანეს ოქროს ნაკეთობები. კონტრაბანდული საქონლის საბაჟო ღირებულება 676 ათას ლარია(281 ათას დოლარზე მეტი).
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანის წესის დარღვევით განსაკუთრებით დიდი ოდენობის საქონლის შემოტანის“ მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე.