აშშ-ს საესკადრო ნაღმოსანი, იაპონიის ნაპირებთან, სავაჭრო გემს შეეჯახა

© REUTERS / Mandatory credit KyodoUSS Fitzgerald,
USS Fitzgerald, - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიის ნაპირებთან, ამერიკული საესკადრო ნაღმოსანისა და სავაჭრო გემის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის კაპიტანი, დაშავდა.

თბილისი, 17 ივნისი-Sputnik. აშშ-ს საზღვაო ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი USS Fitzgerald სავაჭრო გემ ACX Crystal-ს შეეჯახა, რომელიც იაპონიის ნაპირებთან ფილიპინების დროშით დაცურავდა. არიან დაშავებულები და უგზოუკვლოდ დაკარგულები, იუწყება  აშშ-ს საზღვაო ფლოტის საიტი.

ინციდენტი იაპონიის ქალაქ იოკოსუკასთან  ადგილობრივი დროით 02:30-ზე მოხდა.

„შვიდი სამხედრო მეზღვაურის ადგილსამყოფელი უცნობია, იაპონიის სანაპირო დაცვა მათ ძებნას აგრძელებს, ნათქვამია აშშ-ს საზღვაო ძალების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ამას გარდა, ნაღმოსანიდან ევაკუირებული დაშავებულების რაოდენობა სამამდე გაიზარდა, მათ ნაკვეთი ჭრილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

„კაპიტან ბენსონის გარდა, კიდევ ორი მეზღვაურის სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო აშშ-ს საზღვაო ძალების იოკოსუკას სამხედრო ჰოსპიტალში“- ნათქვამია აშშ საზღვაო ძალების მეშვიდე ფლოტის მიკრობლოგში Twitter-ზე.

სამხედრო-საზღვაო ძალებმა ადენის სრუტეში მეკობრეების მიერ გატაცებული გემი გაათავისუფლეს, რომელზეც რუსი მეზღვაურები იმყოფებოდნენ

ექიმების განმარტებით კაპიტან ბრიუს ბენსონის მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ ეტაპზე ორი პრობლემა გვაქვს, გემის შენარჩუნება და მეზღვაურების უსაფრთხოება. მადლობას ვუხდით ჩვენს იაპონელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“- განაცხადა აშშ-ს წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურმა, ადმირალმა სკოტ სვიფტმა.


ყველა ახალი ამბავი
0