ქართველმა ბიჭმა ნიუ-იორკის „სენტრალ–პარკში“ აჭარული „განდაგანა“ შეასრულა…
ოღონდ აფრიკული ტამტამების მუსიკალური თანხლებითა და შილიფად ჩაცმული, აღფრთოვანებული ამერიკელი გოგონების „დახმარებით“.
სუსტი სქესის წარმომადგენლებმა აშკარად ვერ გაუძლეს ქართველი ახალგაზრდა კაცის პროფესიულად შესრულებულ უცნაურ ილეთებს და წრეში შეიჭრნენ.
ვიდეო სახელწოდებით „ქართველის შესრულებული ცეკვა ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში — ქუჩის პერფორმანსი“ Geo Major-მა ატვირთა „იუთუბის“ საკუთარ არხზე.