დურგლიშვილი: მაქსიმალურად ვცდილობ გავზარდო ჩემი თავი, ამაში მოგზაურობა მეხმარება
„მოგზაურობას ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი აქვს. მაქსიმალურად ვცდილობ გავზარდო ჩემი თავი, გავიცნო საინტერესო ადამიანები, მივიღო სიახლეები, ამ ყველაფერში კი სწორედ მოგზაურობა მეხმარება. იმდენ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ვეღარც ვითვლი“, – ამბობს რატი დურგლიშვილი.
ცნობილი მომღერლის განცხადებით, მოგზაურობის დროს ის ყოველთვის ავლებს პარალელს – როგორ ცხოვრობენ ჩვენ ქვეყანაში და როგორ ცხოვრობენ საზღვარგარეთ. თუმცა ისიც დასძინა, რომ მუსიკოსები მსოფლიოში არიან ერთნი და „ყველას ერთი ენა აქვს“.