ელისო ვირსალაძე: მე არაფერს არ ვხედავ, გარდა ბგერებისა

გამოწერა
პიანისტი ელისო ვირსალაძე საკუთარი პროფესიის სიყვარულსა და იმ გრძნობებზე საუბრობს, რასაც მუსიკა იწვევს ადამიანში.
ელისო ვირსალაძე: მე არაფერს არ ვხედავ, გარდა ბგერებისა

„ამ გრძნობების გამოხატვა ძალიან ძნელია. იმიტომ არის ეს ყველაზე შესანიშნავი პროფესია, რომ არის აბსტრაქტული. მსმენელში მუსიკა სულ სხვადასხვა ემოციას იწვევს. ზოგიერთ ადამიანში იწვევს ცრემლს, ზოგში სიცილს, ზოგში დრამატულ გრძნობებს და ა.შ. მე არაფერს არ ვხედავ, გარდა ბგერებისა“, — ამბობს ვირსალაძე.

ელისო ვირსალაძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ხოლო ასპირანტურის კურსი მოსკოვის კონსერვატორიაში გაიარა. ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი მოსკოვის საკავშირო და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსების, აგრეთვე ცვიკაუს შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია.

ვირსალაძის შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. 1970 წლიდან ვირსალაძე მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი იყო. მისი ინიციატივით 1982 დაარსდა ქალაქ თელავის მუსიკალური ფესტივალი „ქება ვაზისა“.

ყველა ახალი ამბავი
0