საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას კულტურულ ღონისძიებებში ჩართავენ

© Sputnik / Levan Avlabreliგანმუხური
განმუხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდისა და გორის რაიონის მოსახლეობისთვის კულტურის სამინისტრო რამდენიმე ღონისძიებას ჩაატარებს.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. „შემოსაზღვრე საქართველო" — ამ სახელწოდებით პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში 15 ივნისს დაიწყება და 18 სექტემბერს დასრულდება.

პროგრამა ემსახურება კონფლიქტებში დაზარალებული და ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მცხოვრები საქართველოს მოსახლეობის დახმარებას, კულტურულ პროცესებში ჩაირთოს.

ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე რეგიონებში პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

მათ შორის — ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრები ქართველ მწერლებთან და მეცნიერებთან, რომლებიც თავის ლექციებს მიუძღვნიან ისეთი სახელოვანი პოეტების ცხოვრებისა და შემოქმედების საიუბილეო თარიღებს, როგორებიცაა ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ლადო ასათიანი და ტერენტი გრანელი. სპიკერების საუბრები კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას შეეხება.

პროგრამაშია სხვადასხვა გამოფენები, ფილმების ჩვენებები და ქართველი მუსიკოსების კონცერტები.

პროგრამა "შემოსაზღვრე საქართველოს" ფარგლებში ადმინისტრაციული საზღვრის გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, მონაწილეობას მიიღებს დაწყებულ პროექტში "გადაწერე "ვეფხისტყაოსანი";

ამ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია: ეს არის შოთა რუსთაველის პოემის სტრიქონების გადაწერა მხატვარ ქეთი მაჩაბლის მიერ შექმნილ ხელნაკეთ წიგნში. აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი ასე "მოგზაურობს" საქართველოში 15 მაისიდან.

პროექტი "შემოსაზღვრე საქართველო" მოიცავს სოფლებს: დიცი (გორის რაიონი), განმუხური (ზუგდიდის რაიონი) და ნიქოზი (გორის რაიონი).

"შემოსაზღვრე საქართველოს" გახსნის დღის პროგრამა:

15 ივნისი

18:00 — 19:20 ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე — ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი "უჩინმაჩინის ქუდი" — დასწრება თავისუფალია;

19:30 — 21:40 — ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე — ლევან ლომაშვილის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის "თამარი" ჩვენება (სცენარი: გურამ მეგრელიშვილი, ნინია სადღობელაშვილი);

18:00 – 18:30 სოფელი რუხი (რუხის სკოლა): ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის ესმა მანიას ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ;

18:30-19:00 სოფელი რუხი (რუხის სკოლა): ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ლიტერატორის და მთარგმნელის გაგა ლომიძის ლექცია — ნიკოლოზ ბარათაშვილი — 200.

18:00 — დან — 23:00 მდე — ანაკლიის ციხე: "გადაწერე "ვეფხისტყაოსანი";

19:00 – 19:50 ანაკლიის ციხე: მუსიკალური კონცერტი — ფოლკლორული ანსამბლი "ოდოია"

21:00 – 22:20 — ანაკლიის ციხე: მუსიკალური კონცერტი — გიგა პაპასკირი და ელენე მიქიაშვილი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0