როგორ მზადდება ყავა საქართველოში

გამოწერა

"Sputnik-საქართველოს" გადამღები ჯგუფი ყავის მწარმოებელ ერთ-ერთ ქარხანას ესტუმრა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ამზადებენ ყავას საქართველოში.

წარმოება სრული დატვირთვით მუშაობს, ვინაიდან მფლობელებმა ქარხნის გახსნამდე გათვალეს ყველა შესაძლო რისკი და მოთხოვნები არომატული სასმელის ბაზარზე. ყავის მარცვლები საქართველოში აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან შემოაქვთ. მარცვლებს ადგილზე ხალავენ, ფქვავენ და აფასოებენ.

"ჩვენ ყავის ბაზარზე მუშაობის დიდი გამოცდილება გვქონდა. ვიცოდით, თუ რა მოთხოვნები იყო საქართველოში ამ სასმელზე, რა ტემპებით იზრდება მოხმარება და გაყიდვა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ბიზნესის დაწყება და სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" გვერდში დაგვიდგა", — განაცხადა "Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას BB Company-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნოდარ კომახიძემ.

ჯერჯერობით ქარხანაში წარმოებული ყავის რეალიზაცია ხდება მხოლოდ საქართველოში – მაღაზიებში, კაფეებსა და რესტორნებში. სექტემბრიდან წარმოების მფლობელები საკუთარი პროდუქციის უცხოეთის ქვეყნებში ექსპორტს გეგმავენ.

ყველა ახალი ამბავი
0