ქართული ანიმაცია ანსის საერთაშორისო ფესტივალზე – ფრანგებს ღიპიანი ჯინო მოეწონათ

© FB/ Dato Kiknavelidzeდათო კიკნაველიძე
დათო კიკნაველიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ტელესივრცეს დღეს ჰაერივით სჭირდება ჩვენი, ადგილობრივ ბაზაზე შექმნილი, ბავშვებისთვის გასაგები და მისღები ქართული ანიმაციური გმირები, რომელსაც შეიყვარებენ, გაითავისებენ და მიბაძავენ კიდეც. სწორედ ამ მიზნით ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით პირველი ქართული 3D ანიმაციური ფილმი „ჯინო" შეიქმნა, რომელიც 100 %-ით ქართული ანიმაციაა.

ფილმის რეჟისორი დათო კიკნაველიძე 2013 წლის აპრილში ვისბადენში რობერტ ბოშის პრიზის გამარჯვებული გახდა. ამ დღეებში ფილმი უცხოელმა მაყურებელმა საფრანგეთის ანსის საერთაშორისო ფესტივალზე იხილა. ჩვენ დავუკავშირდით ფილმის სცენარის ავტორსა და რეჟისორს დათო კიკნაველიძეს, რომელიც ანსის საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფება.

© FB/ GENO - ჯინოდათო კიკნაველიძე უცხოეთის საერთაშორისო ფესტივალზე
დათო კიკნაველიძე უცხოეთის საერთაშორისო ფესტივალზე - Sputnik საქართველო
დათო კიკნაველიძე უცხოეთის საერთაშორისო ფესტივალზე

— დავით, როგორ მოეწონათ ფესტივალზე ქართული ანიმაცია?

— ჩვენებამ ძალიან კარგად ჩაიარა, უცხოელ მაყურებელს ფილმი ძალიან მოეწონა. ამას იმით მივხვდი, რომ მთელი ფილმის მანძილზე ზუსტად რეაგირებდნენ, სწორი რეაქციები ჰქონდათ, იქ იცინოდნენ, სადაც საჭიროა. მოკლედ, „ჯინომ“ დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ფესტივალზე ბევრ ცნობილ პიროვნებას შევხვდი, მათ შორის ლეგენდარულ გლენ კაენს, რომელიც შემქმნელია პოპულარული ფილმებისა „ურჩხული და მზეთუნახავი“, „ტარზანი“, „ქალთევზა“ და სხვ. ამ ადამიანთან სელფის გადაღებაც მოვახერხე.

© FB/ Dato Kiknavelidze2017 წლის ფესტივალზე წარდგენილი ქართული ანიმაციური ფილმი "ჯინო"
2017 წლის ფესტივალზე წარდგენილი ქართული ანიმაციური ფილმი ჯინო - Sputnik საქართველო
2017 წლის ფესტივალზე წარდგენილი ქართული ანიმაციური ფილმი "ჯინო"

— მოდი, მკითხველს შევახსენოთ, რომ „ჯინო“, გუნდის ჩათვლით, მთლიანად ქართული ანიმაციაა…

— დიახ, ასეა. „ჯინოს“ გაკეთებას სამი წელი დასჭირდა. ასე იმიტომ გაიწელა, რომ არ არსებობდა ტექნიკური ბაზა და რეალურად ძალიან ცოტა იყო ხალხი, ვინც ამ საქმითაა დაკავებული. როგორც იცით, ეს ჯგუფური სამუშაოა და შესაფერის ადამიანებს, რომ იტყვიან, სანთლის შუქზე ვეძებდი. საბოლოოდ 20-კაციანი ჯგუფი შედგა, რომლის ყველა წევრი ქართველია. ფილმისთვის მუსიკა სპეციალურად დაიწერა. ძალიან ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ საქართველოში უცხოური ფული ჩამოვიტანეთ და ამით ქართულ ანიმაციას ვაკეთებთ. დღეს ჩვენ სტუდიაში უკვე შეგვიძლია ხარისხიანი პროდუქციის შექმნა. ფესტივალებზე გასვლამაც თავისი საქმე გააკეთა.

© დათო კიკნაველიძის პირადი არქივიფესტივალზე ლეგენდარულ გლენ კაენთან გადაღებული სელფი
ფესტივალზე ლეგენდარულ გლენ კაენთან გადაღებული სელფი - Sputnik საქართველო
ფესტივალზე ლეგენდარულ გლენ კაენთან გადაღებული სელფი

— რა უნდა ჯინოს, სლენგით რომ გკითხოთ, როგორი ტიპია ის?

— ჯინო, ანუ ჩვენებურად გენო ვიზუალურად, ჰაბიტუსითაც საყვარელი, ქართველი ტიპაჟია. ჩვენ სწორედ ქართველი გმირის შექმნა გვინდოდა, რომელიც არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც გასაგები იქნებოდა. თავიდან ჯინო უარყოფითი ტიპაჟია, იცით, ვის ჰგავს? აი, ქუჩაში ჯიპებით რომ დადიან და მზად არიან გადაგიარონ, გარშემო რომ არავინ აინტერესებთ. ფილმი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების ამბავს მოგვითხრობს. ჯინო, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მეზობლებს უპირისპირდება და პრობლემებისგან თავის დაღწევას საკუთარ ეზოში გამოკეტვით ცდილობს. თუმცა, როცა ხანძრის მერე გადაარჩენენ, მასში რაღაც ტრანსფორმაცია ხდება. ფილმის მთელი ისტორიის მანძილზე მასში გადაფასებები ხდება და ისიც ხვდება, რომ ძველებურად აღარ უნდა იცხოვროს, სხვებს უნდა დაეხმაროს და ბევრი კარგი საქმე გააკეთოს, ანუ ცუდი ტიპი აღარ უნდა იყოს…

© FB/ Dato Kiknavelidzeქართული ანიმაციური ფილმი "ჯინო"
ქართული ანიმაციური ფილმი ჯინო - Sputnik საქართველო
ქართული ანიმაციური ფილმი "ჯინო"

— რა კარგი იქნება, თუ ამას რეალურად ჩვენ გარშემო არსებული ღიპიან-ჯიპიანი სხვა „ჯინოებიც“ მიმართავენ…

— ეგ იდეალურ ვარიანტში… ბავშვებისთვის რომ აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს ანიმაციას, ეს ხომ ფაქტია… ბუნებრივია, პატარა უკეთ ითვისებს ყველაფერს, როცა ამას მისთვის გასაგებ, ანიმაციურ ენაზე აწვდი. ანუ როცა სათქმელს თავისიანი ეუბნება და არა გარედან იგებს. ამ დროს ბავშვისთვის სწორი მესიჯების მიწოდებაა საჭირო.

– ანიმაციას, გარდა იმისა, რომ აღმზრდელობითი ფუნქცია აქვს, კიდევ იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ის სათამაშო ბიზნესზეა მიბმული…

— ზუსტად ამიტომ გვინდოდა, რომ ანიმაცია ჯინოზე გაგვეკეთებინა. ამ ეტაპზე მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი სურვილია სრულმეტრაჟიანი ანიმაცია გავაკეთოთ. მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს ძალიან დიდ კომპანიებთან, ვინც ამ საქმეში ფულის ჩადებით დაინტერესებულია. ამ ეტაპზე ჯინო სწრაფად მიდის წინ. მომავალში სერიალს ვგეგმავთ, იმიტომ რომ დღეს ბავშვების უმრავლესობა მაინც სერიალებს უყურებს. იმედი მაქვს, ჯინოს წინ კიდევ დიდი გამარჯვება ელოდება…

 

ყველა ახალი ამბავი
0