პუტინი: რუსეთი ხალიფატი არ გახდება

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თვალსაზრისით, ვერც ერთი მსოფლიო რელიგია ბოროტების წყარო ვერ იქნება.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება რუსეთის ხალიფატად გადაქცევას არ დაუშვებს, იუწყება РИА Новости.

„იცით, ვერც ერთი მსოფლიო რელიგია ბოროტების წყარო ვერ იქნება. ისლამში ბევრი მიმართულება და მიმდინარეობაა. ორი ძირითადი — შიიტები და სუნიტები. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ შორის ღრმა წინააღმდეგობა არსებობს. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის გადალახვა ოდესმე შესაძლებელი გახდება", — განაცხადა პუტინმა რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში, რომელიც ტელეარხ Showtime-მა გადასცა.

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა სტოუნის შეკითხვას, რომელიც შემდეგნაირად დაისვა: „მოსკოვი გახდება ხალიფატი?"

„არა, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ყურადღება მიაქციეთ, ვაშინგტონი არ იქცეს ხალიფატად", — უპასუხა პუტინმა.

ყველა ახალი ამბავი
0